ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია, რომ ყველა სახლს, სადაც კი ვყოფილვართ, თავისი გამორჩეული და ინდივიდუალური სურნელი ახასიათებს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება. სურნელი ის ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერიერის დეტალია, რომელზეც აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რათა იქ, სადაც ყველაზე ძვირფას მოგონებებს ვქმნით და თითქმის მთელ ცხოვრებას ვატარებთ, მაქსიმალურად ძვირფასი და მშვიდი აურა შევქმნათ.
Homeis.ge სახლისთვის შესაფერისი სურნელის შერჩევაზე ესაუბრა „AROMA Marketing Georgia“-ს თანადამფუძნებელს, ირინა დუმბაძეს, რომლის რჩევებსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სახლი ის ადგილია, სადაც ჩვენ ყოველდღიურობის საკმაოდ დიდ ნაწილს ვატარებთ. კოვიდ 19-ის პირობებში ის მართლაც ჩვენს „ციხესიმაგრედ“ იქცა და ყველა ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევქმნათ ამ შეუცვლელ სივრცეში.
სურნელი სწორედ რომ კომფორტის, სიმყუდროვის შექმნის, სიამოვნების ნაკადების მიღების ინსტრუმენტია.
ის, თუ რა სურნელი უნდა შევარჩიოთ სახლისათვის, დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების, პარტნიორების სურვილებზე, ოცნებებსა და იმაზე, თუ რა ანიჭებთ მათ სიამოვნებას. უნდა განისაზღვროს ის, თუ რა ხასიათის შემოტანა გვსურს დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რა ემოციის მხარდაჭერა გვჭირდება სახლში.
არსებობს სტრესის მომხსნელი, სადღესასწაულო, განტვირთვის, ფუფუნების, მზრუნველი ემოციების შემქმნელი და ენერგიის მასტიმულირებელი სურნელები – „არომა მარკეტინგის“ უკან ის მეცნიერება დგას, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერზე მოქმედებს.
სურნელების განთავსება სახლის ნებისმიერ სივრცეში შეგვიძლია: შემოსასვლელში, საძინებელში (გარკვეული ინტენსივობით), მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში.
ხშირად სამზარეულოში იყენებენ ყავის, ვანილის, გამომცხვარი ტკბილეულის, ნუშის, პურის სურნელს – ეს სურნელები სიმყუდროვეს, ზრუნვის განცდას ქმნიან,რომლებიც ბავშვობას გვახსენებს და განსაკუთრებით გვეძვირფასება.
არსებობს სხადასხვა ტიპის ზღვისა და ოკეანის არომატები, რომლებსაც უფრო საძინებელ ან მისაღებ ოთახებში იყენებენ.
განსაკუთრებულია პარფიუმის არომატები, რომლებიც ფუფუნებასთან, ექსკლუზიურობის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული, მათი გამოყენება ხდება შემოსასვლელებში, კაბინეტებსა და სამუშაო ოთახებში. მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია და ასეთივე მიდგომას საჭიროებს.
ჩვენ „არომა მარკეტინგში“ ადამიანებისა და ბიზნესების მოთხოვნაზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ. იმ ადამიანებს, ვისაც თავისი სახლის გასურნელოვანება სურთ, ვესაუბრებით და მრავალფეროვანი არჩევნიდან მათთვის შესაფერის სურნელს ვაწვდით.
ჩვენი სურნელების განსაკუთრებული თვისება ასევე აბსორბაციაა, ის იწოვს და სრულიად ანეიტრალებს სხვადასხვა არასასიამოვნო სუნს, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ჩვენი შინაური ცხოველებისგან, სამზარეულოში მუშაობისა და სხვა ფაქტორებისგან, რაც არ უნდა სისუფთავეს ვიცავდეთ.“
Aroma Maketing Georgia გერმანულია REIMA Air Concept-ის წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად, მათ სურნელებს აქვს ნამდვილი გერმანული ხარისხი, რაც მდგრადობაში, ნატურალურობასა და თავად სურნელის მრავალფეროვან, საოცარ ნოტებში გამოიხატება. ბრენდი პირველია ევროპაში, ვინც ბაზარზე არომატების მარკეტინგი შემოიტანა და დღეს 65 ქვეყანაშია წარმოდგენილი კლიენტების უზარმაზარი პორტფოლიოთი.
მსოფლიოს 4 უმაღლესი კლასის კომპეტენციის „ცხვირდან“ ერთ-ერთი „არომა მარკეტინგის“ ბიზნესის პარტნიორი და გერმანიაში მათივე ლაბორატორიის „ალქიმიკოსია“.
“AROMA Marketing Georgia” ბრენდების გარდა უკვე საცალოდაც ემსახურება მომხმარებელს.