აღნიშნული სივრცის ფართობი 75 კვ/მ-ია და ის სტუდია R312 architects-სა და Auki-ის ერთობლივი ნამუშევარია.
ავტორების თქმით, პროექტის მთავარი მიზანი იყო სივრცის ისტორიული ხასიათის შენარჩუნება, რაც არსებული გარემოს არასრულყოფილი დეტალების მაქსიმალურად გამოყენების გზით მოხერხდა, ნაცვლად იდეალურად სუფთა და სწორი ზედაპირების/მასალების გამოყენებისა.
კედლები სპეციალურად არ გაილესა, ჭერი უბრალოდ გაიწმინდა, ხოლო პარკეტი შენარჩუნდა, ხელით გასუფთავდა და შეუნარჩუნდა უსწორმასწორობა და სიჭრელე. კედლები დამუშავდა პერიოდისთვის დამახასიათებელი დეკორის თანამედროვე ინტერპრეტაციით. ავეჯი და განათება თავისი ხასიათით ასევე წარმოადგენს შენობის ხასიათის თანამედროვე თარგმანს.
პროექტის ავტორები: გიორგი ზაუტაშვილი, დავით ხიდურელი
ფოტოგრაფი: ელენე შენგელია