პანდემიის დროს სტრესის მაღალი დონე მთელი მსოფლიოს მოსახლეობის პრობლემად იქცა. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, აბაზანის ოთახმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და აღნიშნული მოვლენების ფონზე ის ადამიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ განტვირთვის ზონად იქცა.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ სჯეროდათ, რომ წყალს სტრესის მოხსნა ყველაზე ეფექტურად შეუძლია. შესაბამისად, აბაზანის მიღება უძველეს კულტურებში სხეულისა და გონების გაწმენდის საშუალებად მიაჩნდათ. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში წყლის გარდა არსებობს დამატებითი საშუალებები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის რელაქსაციას და ძალების აღდგენას უწყობს ხელს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ და დაგეხმარებით იმ ნივთების შერჩევაში, რომლებიც აბაზანაში ყოფნის რიტუალს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენთვის.
1.სანთელი
დანთებული სანთელი განსაკუთრებულ აურას ქმნის ნებისმიერ ოთახში, თუმცა აღნიშნული ეფექტი ორმაგად თვალშისაცემია აბაზანაში. ამ მხრივ ჩვენი ყურადღება ქართული ხელნაკეთი დეკორატიული სანთლების ბრენდმა მიიქცია. Bougie candles & more-ის პროდუქცია განტვირთვის იდეალური საშუალებაა.
2.ტანის ჯაგრისი
არაფერია ისეთი სასიამოვნო, როგორც გლუვი კანი. ამ კუთხით The body shop-ის პროდუქცია დაგეხმარებათ, კონკრეტულად კი ტანის დასაბანი ჯაგრისი, რომლის დახმარებით შესაძლებელია კანის მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდა და მსუბუქი პილინგის გაკეთება.
3. აბაზანის ბურთულები
ქართული ბრენდი “ეიფორია” მომხმარებელს სხვადასხვა არომატის მქონე, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ ბურთულებს სთავაზობს. ეს სურნელოვანი ბურთები აბაზანის მიღების პროცესს სრულიად განუმეორებელს გახდის.
4.შამპუნი და საპონი
იცოდით, რომ შამპუნის ბოთლის გახრწნას ბუნებაში 500-დან 1000 წლამდე სჭირდება? სწორედ ამიტომ, გარემოზე მზრუნველი ქართული ბრენდი Zero Effect • ზერო ეფექტი გვირჩევს მათ მიერ წარმოებული მყარი შამპუნისა და ხელნაკეთი საპნის გამოყენებას.
5.აბაზანის თარო
პატარა ზომის ხის თარო თქვენი აბაზანაში ყოფნის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ამ ტიპის აქსესუარის გამოყენება შესაძლებელია მასზე სხვადასხვა ნივთების განსათავსებლად, წიგნის საკითხავად ან სულაც ფილმის საყურებლად. იმის გათვალისწინებით, რომ აბაზანის დიზაინი და ზომები განსხვავდება, გირჩევთ აღნიშნული აქსესუარი შეკვეთით დაამზადებინოთ ხის ხელოსანს.
6. ნოხი
ეს ის მცირე და შეუმჩნეველი დეტალია, რომელსაც ყველაზე დიდი სიმყუდროვის განცდა შემოაქვს ჩვენი აბაზანის ოთახებში. განსაკუთრებით სასიამოვნოა ფუმფულა დასაფენზე გადმოსვლა შხაპის მიღების შემდეგ. ამ მხრივ მრავალფეროვანი არჩევანია “იუსკის” მაღაზიებში. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა ინტერიერის შესაფერის ნოხების ასორტიმენტს სთავაზობს.
7. პირსახოცი და ხალათი
საკუთარ აბაზანაში სპა სალონის იმიტაციის შექმნაში, კომპანია “მანამოს” ვაფლის პირსახოცები დაგეხმარებათ. ნაზი, სხვადასხვა ტონალობის პირსახოცები შეგიძლიათ მაღაზიის ვებ გვერდზე შეიძინოთ. ასევე შეძლებთ კომფორტული ხალათის შერჩევას, რომელიც სხეულს სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება. თქვენ კი კომფორტულად იგრძნობთ თავს. ხარისხიანი ნატურალური აბაზანის ხალათების ფართო არჩევანია მაღაზია “მანამოში”.