ტაძარი,რომელსაც „იოტა დიზაინის“ პროექტით აგებენ, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
კომპლექსი, პროექტის მიხედვით, მოიცავს ტაძარს , სამრეკლოსა და სატრაპეზოს კელიებთან ერთად. მისი არქიტექტურის სტილი ტრადიციული, ქართულ-ორთოდოქსულია და ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს.
როგორც „იოტა დიზაინის“ ვებ-გვერდიდან ვიგებთ, ტაძრის ცენტრალური შესასვლელი დასავლეთით მდებარეობს. მას ასევე აქვს ორი დამხმარე შესასვლელი ჩრდილოეთ და სამხრეთ მხრიდან. ინტერიერი ბუნებრივად ნათდება სარკმლებიდან, რომლებიც ოთხივე ფასადზე კომპოზიციურად არის განლაგებული. ჩრდილოეთ და დასავლეთ ფასადს აერთიანებს თაღოვანი სისტემა, რომელიც საზაფხულო ფართის სახით არის გამოყოფილი
მცხეთა-მთიანეთში მდებარე ტაძრის მოსაპირკეთებელ მასალად ძირითადად გამოყენებულია შირიმი და კლდის მარმარილო, რომელითაც ასევე სამრეკლოსა და სატრაპეზოს ფასადებია მოპირკეთებული.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი „იოტა დიზაინის“ არქიტექტორი კახა მურცხვალაძეა.