in ,

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი შემრევი – Homeis.ge გირჩევთ

IPS
IPS

თანამედროვე ინტერიერში შემრევები ფუნქციურის გარდა ვიზუალურ დატვირთვასაც ასრულებს. დღეისათვის ბაზარზე ადამიანების ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებული უამრავი მოდელია წარმოდგენილი და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საიმედო ბრენდებს შორის მრავალი “ფალსიფიცირებული” ნაკეთობაცაა. სწორედ ამიტომ, დღეს გვინდა შემოგთავაზოთ 4 რჩევა, რომელიც ხარისხიანი შემრევის არჩევაში დაგეხმარებათ. 

შემრევი გარეგნული ნიშნით შერჩევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ხარისხიანის შეძენა ორი გზითაა შესაძლებელი:

  1. ენდოთ საიმედო ბრენდს/მაღაზიას

ან

  1. გაითვალისწინოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული 4 რჩევა

პირველი გზით სიარული მარტივია, რადგან ქართულ ბაზარზე  ბიუჯეტურიდან პრემიალურამდე მრავალი ბრენდია წარმოდგენილი, რომლებიც ზუსტად იმ ხარისხს შემოგთავაზებენ, რამდენსაც გადაიხდით მასში. ესენია: “Hansgrohe”, “Moen”, “Rohl”, “Toto”, “Kohler”, “Grohe”, “Delta”, “Faucet”, “Kingston Brass”, “Roca”, “Villeroy Boch”, “HCG”, “Inax”, “American Standard”, “Veneto design”, “Vitra”  და სხვა. შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდების შემრევები და უახლოესი 5-10  წელი არაფერზე იფიქროთ. ზოგიერთი მათგანი კი „კარტრიჯისა“ და ვენტილის შუასაფენების გამოცვლის შემდეგ უფრო თავს მოგაბეზრებენ, ვიდრე მწყობრიდან გამოვლენ. მეორე გზის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია ნაკლებად ცნობად ბრენდზე შეაჩეროთ თქვენი ყურადღება და ნაკლები ფასის პირობებში საიმედო, გამძლე და მაღალფუნქციური შემრევი შეიძინოთ. ამისთვის გირჩევთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული 4 რჩევა:

1. შემრევების ყველაზე წონადი კრიტერიუმი მასალაა, რისგანაც ის არის დამზადებული. უმაღლესი ხარისხის შემრევები თითბერისგან (Brass) მზადდება, ხოლო უხარისხო სელუმინისგან ან ცინკისგან. ეს ორი მასალა გარეგნულად მონიკელებულ მაღალხარისხიან თითბერის ონკანს ჰგავს, თუმცა გაცილებით მალე განიცდის (2-3 თვე) კოროზიას, ხოლო ცინკის შემთხვევაში ის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. ხშირად მწარმოებლები ყუთზე მხოლოდ შემრევის მოპირკეთებისა და კარტრიჯის შესახებ ინფორმაციას წერენ. მასალის დასადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნეოდიმის მაგნიტი (შეგიძლიათ ამოაცალოთ ძველ ყურსასმენებს). ის თითბერს ეკრობა ხოლო ცინკისა და სელუმინისგან დამზადებულ შემრევებს არა.

2. თუ თქვენ რამდენიმე ვარიანტი მოგეწონათ და ისინე ყველა თითბერისგანაა დამზადებული, აარჩიეთ მათ შორის ყველაზე მძიმე, ვინაიდან რაც უფრო მძიმეა ნაკეთობა, მით უფრო მაღალი ხარისხის თითბერია მასში გამოყენებული (რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ნაკეთობის მოცულობას).

3. მესამე ნაბიჯი კარტრიჯების შესახებ ინფორმაციაა. ის არ უნდა იყოს ორიგინალური, მხოლოდ თქვენ მიერ შერჩეული მოდელისთვის და უნდა ექვემდებარებოდეს გამოცვლას რამდენიმე წლის შემდეგაც (უნდა იყოს უნივერსალური). აირჩიეთ ისეთი მოდელები, რომლებიც შემდგომ სერვისსაც ითვალისწინებს და მათი სათადარიგო ნაწილების შეცვლას შეძლებთ.

4. შემრევს ონკანის ბოლოში აქვს სპეციალური აერატორი, რომლის ფუნქცია ონკანიდან გამომავალი წყლის ჰაერით გაჯერება, ჰაერის საცობების დაშლა (როცა ონკანი “ახველებს”), მისი მოცულობისა და დენადობის ხარისხის გაუმჯობესებაა. ხარისხიან შემრევებში ის სილიკონისგანაა დამზადებული, რაც რეზინისგან განსხვავებით კალცის ნადებს არ იკეთებს.

ამ ოთხი მარტივი რჩევის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ თქვენთვის სასურველი შემრევის შედარებით ნაკლებ ფასად შეძენას.

 

ბინა ჟვანიას ქუჩაზე – ირინა ეგაძისა და რეზი პეტრიაშვილის მზით სავსე ინტერიერი

ერთ ოთახიანი “ხრუშჩოვკის” ტრანსფორმაცია “ლოფტის” სტილში