პროექტის ავტორების თანახმად, აღნიშნული ინტერიერის ოდნავ ცივი, მაგრამ ამავდროულად დეტალებში რბილი და თბილი ესთეტიკა პირველ რიგში, განპირობებული იყო მეპატრონის ხასიათით. დასახული ამოცანის მიხედვით, სივრცე უნდა ყოფილიყო დამკვეთის პორტრეტი. სწორედ აქედან გამომდინარე შემუშავდა სახლის კონცეფცია. დიდი ნათელი და ცარიელი სივრცეებისთვის შეიქმნა თბილი კონტრასტი ავეჯის, ხის იატაკისა და კედლის პანელების მეშვეობით (გამოყენებული მასალა: ხე, სპილენძი, ტილო).
საერთო ფართობი: 350მ2
არქიტექტურული სტუდია: r312 architects
პროექტის ავტოერბი: თამარ ქინქლაძე, გიორგი ზაუტაშვილი, ანა ტურძელაძე
ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონი