in

“19 Chairs” – დიზაინერების კოლაბორაციით შექმნილი ხის სკამების კოლექცია

ლონდონელი დიზაინერები ტომ დიქსონი (Ton Dixon) და ეს დევლინი (Es Devlin) იმ 19 დიზაინერს შორის არიან, რომლებმაც უბრალო ხის სკამების პროექტებზე იმუშავეს და მარტივი მასალით ულამაზესი კოლექცია შექმნეს.

პროექტი „19 Chairs” ინგლისელი დიზაინერების, ტომ და უილ ბატერფილდების (Tom and Will Butterfield)  ინიციატივით დაიწყო გასულ გაზაფხულს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პირველი თვითიზოლაციის პერიოდში.

პროექტის მთავარი კონცეფცია მოიაზრებდა ხის გამოყენებით ძველებური დიზაინების გარდაქმნასა და მათი თანამედროვეობისთვის მორგებას.

ეს დევლინის დიზაინით შეიქმნა ორადგილიანი სკამი მოძრავი ლამპით, რაც იმითაა განპირობებული, რომ დევლინი დაინტერესებულია მოძრაობისა და სინათლის ფენომენებით და მათი გაერთიანება სურდა.

ჰოლანდიელმა დიზაინერმა, ჰელმუტ სმიტსმა (Helmut Smiths) ხის სკამი გარდაქმნა ორ სასიარულო ხელჯოხად, რათა მომხმარებელი წაეხალისებინა რეგულარულად სავაჯიშოდ. ლონდონელმა ჰარი გრანდიმ (Harry Grandy) იმავე ეფექტისთვის სკამის დასაჯდომს კაკტუსი დაუმონტაჟა – ორივე მათგანი მოუწოდებს ხალხს ნაკლები ჯდომისა და ფიზიკური აქტივობისკენ.

ზოგიერთმა დიზაინერმა პირიქით, გააუმჯობესა ხის სკამების კომფორტულობის დონე. მაგალითად, საბინ მარსელისმა (Sabine Marcelis) სკამის სახელურები და დასაყრდენი რეზინის ქსოვილით „დაარბილა“. ტანსაცმლის დიზაინერმა ეშლი უილიამსმა (Ashley Williams) კი იმ ტექნიკით დაამუშავა პანელები, რომელსაც ტანსაცმლის შექმნისას იყენებს.

SMEG – ბრენდი, რომელმაც თანამედროვე სამზარეულოს დიზაინში რეტრო სტილი შემოიტანა

საბავშვო ქალაქი შენჟენში