კორონავირუსთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა და ცხოვრების ტემპის დისტანციურ რეჟიმში გადასვლამ ქართულ კულტურულ სივრცეზე მძიმე გავლენა იქონია – შეწყდა გამოფენებისა თუ ექსპოზიციების ჩატარება, ახალი ხელოვნების შედევრების ქართველი საზოგადოებისთვის წარდგენა.
მიუხედავად ამისა, მულტიბრენდული ავეჯის სალონი Castello ავეჯის მაღალი მოდის სამყაროში კარგად ცნობილი იტალიური Arketipo-ს მასშტაბური ექსპოზიციის გახსნისთვის ემზადება და სრულიად საქართველოს უმზადებს სასიამოვნო სურპრიზს.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კომპანიის დამფუძნებელმა , ივანე ნადაშვილმა ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში “იმედის” ტელეეთერში მიმდინარე ოლგა ბაბლუანის შოუში „რა დროს ძილია“ გააკეთა.
„ჩვენთვის დიდი პატივია ექსკლუზიურ დონეზე წარმოვადგინოთ ბრენდი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია იტალიური ავეჯის Prêt-à-Porter და თანამედროვე დიზაინის სამყაროს მნიშვნელოვან ტრენდსეტერად.
Castello-მდე მსგავსი ხასიათის ექსპოზიციის გაკეთება ვერ გაბედა ვერცერთმა ქართულმა კომპანიამ, ვინაიდან მცირე ეკონომიკური ზრდის პირობებში ერიდებოდნენ ამდენად მაღალი სეგმენტის პროდუქციასთან შეჭიდებას. ბედნიერი ვარ, რომ ეს პატივი წილად ხვდა სწორედ Castello-ს, რომელიც დღეისთვის სამართლიანად ითვლება სექტორის ლიდერ კომპანიად და ქართულ ბაზარზე უკვე მესამე წელია ამკვიდრებს თამაშის სამართლიან წესებს.
შეგახსენებთ, რომ Arketipo-ს უნიკალური პროდუქცია იქმნება უმაღლესი ხარისხის მასალებით, 100%-ით ხელით იტალიაში, ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის მსოფლიო დედაქალაქად აღიარებულ ქალაქ ფლორენციაში, რომელშიც მოღვაწეობდნენ და თავიანთ შედევრებს ქმნიდნენ ადრეული ეპოქის, რენესანსისა და შემდგომი პერიოდების საუკეთესო ხელოვანები – მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები თუ არქიტექტორები. ქალაქი რომელიც გახდა დიდი მიქელანჯელოს, და ვინჩის, სანდრო ბოტიჩელის, ჯოტოს, ბოკაჩოსა და დანტე ალიგიერის შთაგონების წყარო დღეს იმპროვიზაციისა და შემოქმედების სარბიელს აძლევს Arketipo-ს, რომელიც იმდენად განსხვავებულია დიზაინის სფეროში, რამდენადაც თქვენი თითის ანაბეჭდი.
აქედან იღებს სათავეს ყოველი ნივთი – იქნება ეს რბილი ავეჯი, მაგიდა თუ რომელიმე სხვა აქსესუარი. ყოველი პროდუქტი კოლექციიდან ატარებს არანაკლებ სახელოვანი მსოფლიო მასშტაბის დიზაინერის ხელწერას, როგორებიც არიან კარლო ბიმბი, ჯუზეპე ვიგანო, მაორო ლიპარინი, ჯინო კაროლო, რობერტო პალომბა, მაურიციო მანძონი, ლეო დაინელი და სხვები. საწარმოო პროცესს კი სათავეში უდგას იტალიაში კარგად ცნობილი კატელანების ოჯახის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ლორენცო კატელანი, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად გეგმავს სამუშაო ვიზიტს თბილისში კოლექციის გახსნაზე.
Shop in Shop კონცეფციით დაგეგმილი ექსპოზიციის მოსამზადებლად ჩვენს მიერ რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად განხორციელდა მოცულობითი ინვესტიცია, რამდენიმე თვით ადრე კი პირველი პირების დონეზე დაიწყო ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი, რომელიც წარმატებულად დასრულდა 3 თვის წინ.
ამ შემთხვევაში Castello-ს გუნდმა უფრო მეტად აქცენტი გააკეთა სეგმენტის ვიზუალურ-დიზაინერულ მხარეზე, ვიდრე მის კომერციულ შემადგენელზე, რათა მიეცა ქართველი მომხმარებლისთვის აბსოლუტურად განყენებული დიზაინის მაღალ მოდასთან შეხების შესაძლებლობა, ვინაიდან განვლილი 2 წლიანი პერიოდის მანძილზე დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა მსგავსი მასშტაბისა და განზომილების ავეჯის კოლექციის ექსპონირებას. შესაბამისად, ჩვენი გუნდის სახელით მთელს საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას. 2020 წლის თებერვლის პირველი ნახევრიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩვენს საგამოფენო სივრცეში Arketipo-ს Shop in Shop პრინციპით მომზადებული ექსპოზიციის დათვალიერება და, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში ინდივიდუალური შეკვეთების გაფორმებაც“ – განაცხადა ივანე ნადაშვილმა.