ეს საოცარი პროექტი, რომელიც სულ რაღაც 15 მეტრ კვადრატის ფართობშია განხორციელებული, ლონდონში, დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. არქიტექტურულმა სტუდიამ Studio Ben Allen დამკვეთის ბაღში მდებარე პატარა ფარდული გადააქცია ოთახად, რომელიც გეომეტრიული ფიგურების ინსპირაციითაა შექმნილი. კედლების სტრუქტურას რვაკუთხედის ფორმა აქვს, ჭერს კი – ჰექსაგონის. კედლებს ხის სვეტები ამყარებს და ამასთან ერთად ისინი ჭერისთვის საყრდენსაც წარმოადგენს.
პროექტზე მუშაობისას არქიტექტორების მიზანი იყო ისეთი შენობის შექმნა, რომელიც ესთეტიურად მიმზიდველიც იქნებოდა და ბიუჯეტურიც. მფლობელს ამ კონსტრუქციის საკუთარი ხელით დაშლაც შეუძლია და, სურვილის მიხედვით, მასალის გამოყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღში მდებარე ამ ოთახში მინიმუმამდეა დაყვანილი აქროლადი ორგანული ნივთიერებების რაოდენობა. ოთახის შიდა და გარე ზედაპირზე გადაკრულია პრიალა პანელები, ამიტომ ის არ სველდება, არ იკიდებს მტვერს და ინტერიერში ხმაური ძნელად აღწევს.
ბაღში მდებარე ოთახი ჭკვიანი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი – მიწისქვეშა გათბობა, განათება, სახურავზე დამონტაჟებული სანათები და ვენტილაციის სისტემა კონტროლდება სმარტფონის საშუალებით.
არქიტექტურული სტუდია: Studio Ben Allen
ფოტოგრაფი: Ben Tynegate