in

მადაგასკარში სამგანზომილებიანი პრინტერით დამზადებული შენობა აიგება

Alliance Group
Alliance Group

მეგი გრაუტმა (Maggie Grout), არასამთავრობო ორგანიზაცია „Thinking Huts“-ის დამმაარსებელმა, მსოფლიოს ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებაში წვლილის შეტანა თავისი ცხოვრების მისიად აქცია. პანდემიის შედეგად მრავალ არასრულწლოვანს მოუწია გადასახლება და განათლების მიღება მათთვის შეუძლებელი გახდა. მსოფლიოში 260 მილიონ ბავშვს საერთოდ არ აქვს სკოლებსა თუ ბაღებში სიარულის საშუალება – სწორედ ამ მიზეზების გამო დააარსა გრაუტმა თავისი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გეგმავს, რომ სამგანზომილებიანი პრინტერის საშუალებით დამზადებული მასალისგან სკოლები ააგოს.

children playing outside of a school

პროექტის განხორციელება კომპანია Hyperion Robotics-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიითა და სან-ფრანცისკოში მოღვაწე დიზაინის სტუდიის, Studio Mortazavi-ს კოლაბორაციით გახდა შესაძლებელი.

აფრიკაში, დაახლოებით 1,6 ჰექტარის ფართობზე გაშენებული სკოლა მსოფლიოში პირველი შენობა იქნება, რომელიც სამგანზომილებიანი ბეჭდვის შედეგად აიგება. მეგი გრაუტის ინიციატივით არქიტექტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ახალი ეპოქა დაიწყება. 3-D ბეჭდვის საშუალებით აგებულია მანქანები და არქიტექტურის დეტალები, თუმცა სრული შენობის პროექტი სამგანზომილებიანი ბეჭდვის იდეის ირგვლივ არ შექმნილა.

children in a school

შენობას მარტივი, თუმცა ეფექტუი დიზაინი აქვს. კონსტრუქცია ფუტკართა სკის მსგავსია, სადაც ერთმანეთს რამდენიმე სკოლა უკავშირდება ვერტიკალურ ფერმებთან და მზის ენერგიის გამომმუშავებელ პანელებთან ერთად.

პროექტის მშენებლობა სავარაუდოდ 2021-2022 წლის ზაფხულის სეზონზე დასრულდება, რაც მადაგასკარის ტემპერატურულ ზონაში დეკემრიდან მარტამდე გრძელდება. Studio Mortazavi-ს სულისჩამდგმელის, ამირ მორტაზავის აზრით, ამ დრომდე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აცრილი, ამიტომ კოვიდ-19-ის თანმხლები შეზღუდვები და მოთხოვნები არ გაუთვალისწინებია პროექტზე მუშაობისას, თუმცა აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მერხების გამოყოფა შესაძლებელი იქნება პლექსიმორფული გამყოფების საშუალებით. ამასთან ერთად, სასკოლო კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია მძლავრი სავენტილაციო სისტემის დამონტაჟება.

exterior of a school mountains in background

პროექტის ავტორების თქმით, მასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა იყო სამგანზომილებიანი ბეჭდვის თანმხლები სირთულეები და შეზღუდვები, თუმცა მათი დაძლევის გზები თანამშრომლობის შედეგად მარტივად მოიძებნა.

სამგანზომილებიანი პრინტერით დამზადებულ ნივთებს ძირითადად ღია ნაცრისფერი ტონი დაჰკრავთ ხოლმე, თუმცა მორტაზავის პროექტის მიხედვით შენობის ექსტერიერი კამუფლაჟის ტიპის უნდა იყოს, ამიტომ ის შეიღებება მიწის ფერებში. 5 სანტიმეტრის სისქის კედლები გარედან ვერტიკალური ბაღებით იქნება გაფორმებული, რაც თავის მხრივ მადაგასკარის მცენარეული საფარის პრობლემის აღმოფხვრაშიც შეასრულებს როლს.

mortazavi designs 3d school-ის სურათის შედეგი

mortazavi designs 3d school-ის სურათის შედეგი

mortazavi designs 3d school-ის სურათის შედეგი

mortazavi designs 3d school-ის სურათის შედეგი

უცხოური ონლაინ მაღაზიები, საიდანაც ორიგინალური სახლის ნივთებისა და დეკორის გამოწერას შეძლებთ

SMEG – ბრენდი, რომელმაც თანამედროვე სამზარეულოს დიზაინში რეტრო სტილი შემოიტანა