in

სტუდია “ბრეივოსა” და “Window Project”-ის კოლაბორაციით შექმნილი საუცხოო ინტერიერი

Banner M2
Banner M2

„ვინდოუ ფროჯექთი“ 2013 წელს თბილისში დაარსებული თანამედროვე ხელოვნების გალერეაა.  პროექტებზე დაფუძნებული ეს სივრცე ძირითადად ქართველ თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებზეა ორიენტირებული, თუმცა, ამავე დროს საერთაშორისო არტისტების გამოფენებსაც მასპინძლობს და მრავალ ინსტიტუციასთან თანამშრომლობს. გალერეის მიერ დასახული მიზანი თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და ქართველი არტისტების ინტეგრაცია და პოპულარიზაციაა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში.

შოთიკო აფციაურის ნამუშევარი

 

“ვინდოუ ფროჯექთმა” და რუსულმა სტუდია “ბრეივომ” ერთად იმუშავეს პროექტზე, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს ხელოვნების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეტანის ესთეტიკას, დახვეწილობასა და საჭიროებას. პროექტის შესახებ “ვინდოუ ფროჯექთის” დამმაარსებელი, თამუნა ღვაბერიძე მოგვითხრობს:

“სტუდია “ბრეივო” არის ბიურო, რომელიც დიზაინსა და ინტერიერზე მუშაობს. მისი დამფუძნებელი ქსენია ბრეივო ორი წლის წინ ეწვია საქართველოს და მასთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ სტუდიო ვიზიტები. ჩვენი თანამშრომლობის იდეა ხელოვანებთან ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა.

ქსენია ბრეივო

 

ლევან ჭელიძის ნამუშევარი
ლევან ჭელიძის ნამუშევარი

მას შემდეგ, რაც მოსკოვში წარმომადგენლობა გავხსენით, ეს იდეაც რეალური გახდა – ერთად  გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ხელოვნება ინტერიერში. პროექტი განხორციელდა დიზაინერის საკუთარ სახლში, მოსკოვის გარეუბანში, ნიკოლონას მთაზე.

ქსენია ბრეივო
შოთიკო აფციაურის ნამუშევარი

ანანო ჯანაშიას ნამუშევარი

პროექტში წარმოდგენილია ანანო ჯანაშიას, ალექსეი დუბინსკის, დავით ნათიძის, ლევან ჭელიძის, ლევან მინდიაშვილის, ლუკა ლაზარისა და  შოთიკო აფციაურის ნამუშევრები. პროექტი  დახურული ღონისძიების სახით მიმდინარეობს – გავმართეთ რამდენიმე წინასწარი ჩვენება კოლექციონერებისათვის და დიზაინის სამყაროს წარმომადგენლებისათვის. ამგვარად შევქმენით იდეალური შოუქეისი როგორ ვიცხოვროთ ხელოვნებასთან ერთად, და როგორ ვაქციოთ ჩვენი სახლი ხელოვნებად.”

ლუკა ლაზარის ნამუშევარი
ანანო ჯანაშიას ნამუშევარი

ფოტოგრაფი: სერგეი კრასიუკი

5 მაღაზია თბილისში, სადაც სახლის დეკორის მოყვარულთათვის “ვალენტინობის” საჩუქარს შეარჩევთ

წმენდის 6 ხალხური საშუალება, რომელიც ეფექტურად მუშაობს