სახლში კომფორტული ტემპერატურა სიმყუდროვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ის კომუნალურ ხარჯებსაც ზრდის. დღეს გვინდა გათბობის ხარჯის შემცირების 12 ხერხი გაგიზიაროთ, რომელიც საგრძნობლად დაზოგავს თქვენი ოჯახის ბიუჯეტს.
1. განახორციელეთ სივრცის დათბუნება.
თუ არსებობს ამის საშუალება, ეფექტურია გარე ფასადებზე სპეციალური თბო-საიზოლაციო მასალების გამოყენება. ასევე რემონტის პერიოდში აუცილებელია ბინის კედლები და ჭერი მოპირკეთდეს სპეციალური თბო-საიზოლაციო მასალებით. და ბოლოს, აივნისა და შემოსასვლელი კარის დათბუნება ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სახლში სითბოს შენარჩუნებისთვის.
2. სითბოს 40 პროცენტი ფანჯრებიდან გადის. ამიტომაც გახსოვდეთ, რომ მაქსიმალური ეფექტურობისთვის თანამედროვე მინაპაკეტების დაყენებაა რეკომენდირებული.
3. გაადააკარით მინებს ეკომეგობრული ფირფიტა. ის შუქის 80 პროცენტს ატარებს, შიგნიდან სახლის სითბოს აკავებს, ხოლო გარედან სიცივეს. ზაფხულში ის ცხელი ტემპერატურის შიგნით შემოღწევას აფერხებს.
4. დააყენეთ თანამედროვე “ბიმეტალური” რადიატორები, ისინი თბოგადაცემის ყველაზე მაღალ კოეფიციენტს ფლობენ – 380 ვტ/მ2 (მაგალითისთვის, იგივე მონაცემები თუჯის რადიატორების შემთხვევაშია – 52 ვტ/მ2, ფოლადის – 65 ვტ/მ2, ალუმინის 230 ვტ/მ2).
5. რადიატორებზე დააყენეთ თერმორეგულატორი – ეს საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ რადიატორის ზედმეტი გათბობა.
6. რეგულარულად ჩაატარეთ რადიატორების წმენდა, ვინაიდან 1-2 მილიმეტრიანი ნადები თბოგადაცემის ეფექტურობას 10-15 პროცენტით ამცირებს.
7. შეიძინეთ თანამედროვე, კონდენსაციური გამათბობელი.
8. დაკიდეთ ისეთი ფარდები, რომლებიც რადიატორებს არ დაფარავს და სითბოს ოთახში ცირკულირების საშუალებას მისცემს.
9. თუ თქვენ არ გამძიმებთ ხალიჩის მოვლა, ის შეიძლება ლამაზი დეკორის გარდა, სითბოს შენარჩუნების ეფექტურ საშუალებადაც გამოიყენოთ.