ეს დახვეწილი ბინა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, კერძოდ კი ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობს. სივრცის საერთო ფართობი 50 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მასში 2 ოთახი მოთავსდა.
აღნიშნული შენობის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ორი საუკუნის დროინდელ სილამაზეს დღემდე ინარჩუნებს.




საკმაოდ საინტერესოა ბინის ინტერიერი, რომელშიც გვხვდება ხის მასალების, აგურისა და სხვადასხვა დიზაინ ელემენტების ჰარმონიული სინთეზი.





მოცემული ბინა ამ ეტაპზე გასაქირავებლად არის გამოტანილი და მისი ღირებულება თვეში 500$-ია.

წყარო: ApARTments for rent in Tbilisi