დღეს დროის 90% პროცენტზე მეტს სახლში ვატარებთ და ბუნებრივია, საგნები, რომლებიც ჩვენს ირგვლივაა არა მარტო ლამაზი, არამედ „ჭკვიანიც“ გვინდა იყოს. დღეს მოგიყვებით ინტერიერის ისეთ ნივთებზე, რომლებიც სახლში შეუცვლელ დამხმარეებად იქცევიან.
1. მაგიდის სანათი BORK L780 GG – 500 ლარი
ამ სანათის მეშვეობით თქვენ შეძლებთ იდეალური სიკაშკაშისა და ტემპერატურის შუქის შერჩევას სამუშაოსთვის, კითხვისთვის და დასვენებისთვის. მოქნილი კონსტრუქცია დახრის კუთხის რეგულირების საშუალებას მოგცემთ. გარდა ამისა, მოდელი აღჭურვილია უსადენო დატენვით. ის ავტომატურად ირთვება, საკმარისია სანათის საფუძველზე მობილური მოათავსოთ.
2. ჰაერის გამწმენდი და დამატენიანებელი DYSON PH02 – 2150 ლარი
ჰაერი შენობაში 5 ჯერ ბინძური შეიძლება იყოს ვიდრე გარეთ, ხოლო განიავება მდგომარეობას ხშირ შემთხვევაში ვერ შველის. ამ პრობლემის გადაჭრა ჰაერის გამწმენდებით არის შესაძლებელი. ისინი ალერგენებს, ბაქტერიებს, ვირუსებსა და ჰაერის მავნე მინარევებს აკავებს. დამატენიანებლები თავის მხრივ ზამთრის სეზონში გათბობის მიერ გამომშრალი ჰაერის დატენიანებაში გვეხმარება. კომპანია „Dyson“-მა ორივე ფუნქციის მატარებელი ხელსაწყო „PH02“ გამოუშვა. დანადგარი ფაქტიურად უხმაუროდ მუშაობს და მისი მართვა „Google“-ის ხმოვანი ასისტენტით არის შესაძლებელი.
3. აკუსტიკური სისტემა HARMAN KARDON CITATION ONE – 380 ლარი
ეს სისტემაც აღჭურვილია „Google“-ის ხმოვანი ასისტენტით, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას ამინდის შესახებ, შეასრულებს მაღვიძარას ფუნქციას, ჩაგირთავთ არჩეულ მუსიკას, გამოიძახებს ტაქსის და ა.შ. გარდა ამისა, ეს კომპაქტური მოწყობილობა მცირე სივრცეებისთვის იდეალურია.
4. „GROHE SPA F-DIGITAL DELUXE“-ის სპა სისტემა – 1200 ლარი
კომპანია „Grohe“-მ „SPA F-Digital Deluxe „ – ის დანადგარების კოლექცია შემოგვთავაზა, რომელსაც აბაზანა საშინაო სპა-კომპლექსად შეუძლია გადააქციოს. ხაზი შედგება შხაპის, ხმის, სინათლისა და ორთქლის მოდულებისგან, რომელთა მართვაც „Grohe SPA F-Digital Deluxe“-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.
5. „FORME LIFE“-ის სარკე-ტრენაჟორი – 17 700 ლარი
ეს „ჭკვიანი“ სარკე ჩართვის დროს სენსორულ ეკრანად გადაიქცევა, სადაც სპორტული სავარჯიშოების მთელი სიაა გამოტანილი. ბოქსითა და სხვა ძალისმიერი ვარჯიშებით დაწყებული, დამთავრებული იოგითა და მედიტირებით. პროგრამის არჩევის შემდგომ ვირტუალური ტრენერი აჩვენებს როგორ შესრულდეს ვარჯიში სწორად. მთელი მეცადინეობის განმავლობაში მომხმარებელს თავისი გამოსახულებისა და ბიომეტრიული მონაცემების ყურების საშუალება ეძლევა. გარდა ამისა, სარკე კამერის, მიკროფონისა და სპეციალური სენსორების მეშვეობით თვალს ადევნებს მომხმარებელს და ვარჯიშების ისტორიას ქმნის.
6. „LG STYLER“- ის ორთქლის კარადა – 8250 ლარი
ორთქლის კარადა „TrueSteam“- ის ფუნქციით არა მხოლოდ დააუთოებს ტანსაცმელს, არამედ არასასიამოვნო სუნის, ბაქტერიებისა და ალერგენებისგან გაათავისუფლებს მას. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ ფაქიზ ტექსტილზე, დანადგარი აბრეშუმსაც და ქაშმირსაც უპრობლემოდ დაამუშავებს. გარდა ამისა, კარადას გარეცხილი ნივთი ეფექტურად და სწრაფად შეუძლია გააშროს და იდეალური ხაზები გამოიყვანოს შარვალზე.
7. ფეხების მასაჟორი BORK D615 – 1750 ლარი
ელეგანტური „პუფის“ სტილში დამზადებული მასაჟორი ადვილად ეწერება ინტერიერში და საღამოს სეანსს ტელევიზორთან დასასვენებელ მასაჟად გადააქცევს. მოწყობილობა აღჭურვილია სამი პროგრამითა და ინტენსიურობის სამი ხარისხით, ამავე დროს პუფის სახურავზე მოთავსებულია გორგოლაჭები წელის მასაჟისთვის. შესაძლებელია მისი ტახტის ან სავარძლის საზურგეზე მოთავსება და რელაქსაციის სეანსით ტკბობა.