in

ვარდისფერი სახლი პორტუგალიაში – Mezzo Atelier-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

 

პონტა დელგადაში, პორტუგალიაში მდებარე ვარდისფერი სახლი 250 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და ის მე-20 საუკუნეში აგებული საჯინიბოს განახლებულ პროექტს წარმოადგენს. შენობის სივრცეში ორი შინაურული ტიპის სასტუმრო, ე.წ. guesthouse-ია განთავსებული.

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Mezzo Atelier-ის პროექტის მთავარი მიზანი იყო კონსტრუქციის სახასიათო ატმოსფეროს, სოფლური, შინაურული იერისა და თავდაპირველი პროექტის დეტალების შენარჩუნება, თუმცა თანამედროვე დეტალების დამატება. შეფერილი ფასადები, ქვის კედლები და მთავარი კონსტრუქციისთვის დამატებული სართული – ეს ის ელემენტებია, რომლებმაც საჯინიბო თვალწარმტაც, აღსანიშნავ პროექტად აქცია.

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

დამატებითი სართულის საშუალებით სახლის შიგნით კიდევ ერთი, მცირე ზომის სახლი განთავსდა. შედარებით დიდი სახლი ორ ნაწილადაა დაყოფილი – პირველი სართული ექსტერიერთანაა ინტეგრირებული, შესაბამისად აქ საერთო სივრცე გაერთიანებულია პირად, იზოლირებულ ოთახებთან, ზედა სართული კი მხოლოდ საერთო გამოყენების ფუნქციით ხასიათდება. აქ გვხვდება სამზარეულო, რომელიც ტერასაზე გადის. ვარდისფერი სახლის ექტერიერში გვხვდება კიბე, რომელსაც სწორედ ამ მომხიბლავ ტერასამდე მივყავართ.

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

რაც შეეხება ინტერიერს, მისი დიზაინი, შეკვეთით დამზადებული ავეჯის ჩათვლით, გამიზნულია მშვიდი, ნეიტრალური ატმოსფეროს შესაქმნელად. შიგნიდან შესაძლებელია ბაღის ხედით ტკბობა, ამიტომ დიზაინერებმა სწორედ ამ მნიშვნელოვან ფაქტორს გაუსვეს ხაზი და ინტერიერი დიდად არ დატვირთეს. ავეჯის დასამზადებლად ძირითადად გამოყენებულია იაპონური კედრის, ფიჭვისა და აკაციის ხეები, რომლებითაც პორტუგალიის ეს ტერიტორიაა განებივრებული.

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

Pink House / Mezzo Atelier,© Fernando Guerra | FG+SG

 

ფოტოგრაფები: Fernando Guerra | FG+SG, Rui Soares

მსოფლიოს 10 შთამბეჭდავი კიბე

რემონტის შეცდომები – ლაკო ბუკიას გამოცდილება