in

31 კვადრატულ მეტრში ჩატეული კომფორტი – სწორი გეგმარების იდეალური მაგალითი

Banner M2
Banner M2

ეს პატარა, სტუდიოს ტიპის ოთახნახევრიანი ბინა გიოტებურგის წყნარი რაიონის, მყუდრო ეზოებიან მწვანე კვარტალში, დიდი ტრასებისგან მოშორებით მდებარეობს.

ბინის ფართი მხოლოდ 31 კვადრატული მეტრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიზაინერებმა აქ ყველაფრის მოთავსება შეძლეს, რაც კომფორტული ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. შესაბამისად, ამ სივრცეში ყველაფერია, რაც ორ ადამიანს სჭირდება ბედნიერებისთვის, მათ შორის, დიდი სამზარეულო და სააბაზანო აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

შემოსასვლელი პატარა კუთხეს იკავებს ბინაში. აქ დგას ფეხსაცმლის კომპაქტური კარადა, ხოლო ტანსაცმლის საკიდი თაროზეა მიმაგრებული. ყოველი სანტიმეტრი გამოყენებულია. ყველაფერი მაქსიმალური ფუნქციურობისთვისაა გათვლილი.

სასტუმრო სამზარეულოსთანაა გაერთიანებული და სტუდიოს ძირითადი ფართი უკავია. ნათელი, მაღალი ჭერითა და წყნარ ეზოზე გამავალი ორი დიდი ფანჯრით, ის  ვიწროდ და პირქუშად კი არ გამოიყურება, არამედ პირიიქით, ნათელი და ჰაერით სავსეა. ბინაში ყველა აუცილებელი ნივთისთვის მოიძებნა ადგილი და კომფორტულად მოთავსდა დიდი ტახტი, ტელევიზორი და 4 ადგილიანი სასადილო მაგიდაც კი.

სამზარეულო კუთხეშია მოთავსებული. ასე მას მინიმალური ადგილი უჭირავს. ავეჯი ადგილობრივ სადურგლოში „Taras Hallgren & Son“-შია შეკვეთით დამზადებული. სათავსო სივრცეები მაქსიმალურადაა გამოყენებული ისე, რომ სამუშო ზონას არ შემცირებულა. ჭურჭლის სარეცხი მანქანა და მაცივარი ლამაზი, მუქი მწვანე ფასადების უკანაა დამალული. ეს კომბინაცია ვიზუალურად დასრულებულ ფორმას ქმნის.

სამზარეულოდან პატარა კორიდორით, სადაც სათავსო კარადებია მოწყობილი, სააბაზანოში ვხვდებით. აქაც ყველაფერი მაქსიმალური ფუნქციურობის სასარგებლოდაა გათვლილი. აბაზანა კუთხური საშხაპითაა შეცვლილი, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილში სარეცხი მანქანაა საშრობის ფუქციით.

დიზაინერების მთავარი მონაპოვარი ამ მინიატურულ ბინაში მყუდრო საძინებელი სივრცეა, რომელიც ცალკე ნიშაშია მოწყობილი. საწოლი მაღალ პოდიუმზეა დადგმული, სადაც დამატებითი სათავსოები მოაწყვეს.

ინტერიერი  ბეჟი ფერების დომინირებით ნათელ ფერთა გამაშია შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ეს ელფერები მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით ტრენდულია. ისინი მომცრო შენობას ვიზუალურად ზრდან, ასევე ბინას სიმყუდროვესა და სითბოს მატებენ. სივრცის ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად სამზარეულოს ფასადები მუქ-მწვანე ფერებშია შეღებილი.

5 მარტივი ხერხი სუფრის ორიგინალურად გასაფორმებლად – Homeis.ge გირჩევთ

“Bugambilias House” – თანამედროვე მექსიკური არქიტექტურის შედევრი