in

5 ქართული კომპანია, საიდანაც ხელოსნის გამოძახებას შეძლებთ

ყოველდღიურ ცხოვრებაში წვრილმან უსიამოვნებებს თავს ვერ ავარიდებთ – სახლში ყოველ წამს შეიძლება გაგვიფუჭდეს ტექნიკა, ხარვეზი შეექმნას ჩვენს ელექტროგაყვანილობას ან სანტექნიკას. ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ თუ თავად არ შეგიძლიათ კონკრეტული დეტალების შეკეთება, გთავაზობთ ქართულ კომპანიებს, რომელთა ხელოსნების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.

მისტერ მასტერი/ Mr Master

“მისტერ მასტერი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც ქართველ მომხმარებელს კვირაში 7 დღის განმავლობაში სთავაზობს 24 საათიან მომსახურებას. მათი სპეციალობის დარგები ყველა იმ სფეროს მოიცავს, რომელთა უზრუნველყოფაც შეიძლება სახლებში დაგვჭირდეს – სანტექნიკა, ელექტროობა, კანალიზაცია, კარ-ფანჯრებისა და საკეტების შეკეთება-რეგულირება, ავეჯის შეკეთება და აწყობა, სხვადასხვა მოწყობილობების მონტაჟი და დემონტაჟი, სხვადასხვა წვრილმანი სამუშაო, სავენტილაციო სისტემების შეკეთება და ა.შ. – რაც არ უნდა დაგვჭირდეს, “მისტერ მასტერის” ხელოსნების გამოძახება ყოველთვის არის შესაძლებელი.

პროფი/ Profy

“პროფი” ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ მომსახურებას გვთავაზობს – მათი ხელოსნების ან დამლაგებლების გამოძახება ტელეფონისა და ვებ-გვერდის გარდა, “პროფის” აპლიკაციის მეშვეობითაცაა შესაძლებელი, საიდანაც მარტივად შეგვიძლია საჭირო სერვისის არჩევა და პროფესიონალის მშვიდად ლოდინი. “პროფის” მომსახურების არეალში ყველა წვრილმანი თუ სერიოზული პრობლემა შედის, რომლებიც შეიძლება, სახლში შეგვექმნას – სანტექნიკიდან დაწყებული, ტურნიკებისა და კარნიზების შეკეთებით დასრულებული, შეგვიძლია, მათ პერსონალს მივენდოთ.

ცელსიუსი / Celsius

თუ სახლში გათბობის ან გაგრილების სისტემები გაგიფუჭდათ და თქვენთვის არაკომფორტულ ტემპერატურაში გიწევთ ყოფნა, გირჩევთ კომპანია “ცელსიუსს” მიმართოთ. საქართველოში გათბობის, კონდიცირების და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილეს იმპორტიორობასთან ერთად “ცელსიუსი” მომხმარებელს გათბობა-გაგრილების სისტემების შეკეთების პრემიუმ სერვისსაც სთავაზობს.

სანტექსერვისი / Santeqservice

კომპანია „სანტექსერვისი“ 2012 წლიდან აწარმოებს წყალსადენ -კანალიზაციის შიდა და კერძო ქსელების საავარიო, ასევე სარემონტო სამუშოებს. „სანტექსერვისი“ მომხმარებელს სთავაზობს ისეთ მომსახურებას, როგორებიცაა მილისა და შახტის, ფარული დაზიანების საძიებო სამუშაოები კედელში/გრუნტში, დაფარული ჭის მოძებნა სპეციალური აპარატით, მილის მიმართულების მოძებნა კედელში/გრუნტში და მისი ვიდეო თვალით დათვალიერება, სანტექნიკური და საკანალიზაციო სამუშაოები და ა.შ. “სანტექსერვისის” მომსახურებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, ამიტომ თუ თქვენი სახლის სანტექნიკას საფრთხე ემუქრება, მათი ხელოსნების გამოძახება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

The Importance of a Disclosure Protection Plan — Glide Blog

Home Service Space

კომპანია “Home Service Space”-ის მომსახურებით ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, რაც სახლს უკავშირდება. რემონტის გაკეთება, თავად რემონტის შემდეგ დარჩენილი ჭუჭყის მოშორება, ნებისმიერი ტექნიკის შეკეთება – კომპანიის ხელოსნები თქვენს “სახლურ” განკარგულებებს შეასრულებენ.

 

 

5 ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ

ბინა ლისი ვერანდაზე – ელენე ბერაძის პროექტი