in

ბინის დალაგების 6 ხერხი სკანდინავიური მეთოდით

დალაგების შვედური სტილი ისეთივე ლაკონური და მარტივია, როგორც თავად სკანდინავიელები. შვედი ქალბატონები, სისუფთავისადმი თავისი სიყვარულით, განთქმული არიან. „ცოცხი შვედი დიასახლისის წინ გვისო“ – ჯერ კიდევ უძველესი დროის ანდაზაა. მათ სახლებში უსარგებლო ნივთებს ვერ შეხვდებით, ინტერიერში კი თეთრი ფერი ჭარბობს, რომლის გასუთავება ხშირად და ზედმიწევნითაა საჭირო.

წლებთან ერთად, ჩქარი და ეფექტური დალაგებისთვის, მათ არსენალში მრავალი ხერხი და ხრიკი დაგროვდა. დღეს ჩვენ სიამოვნებით გაგაცნობთ 6 ხერხს, რომლებსაც შვედი დიასახლისები სახლში წესრიგის დასამყარებლად იყენებენ.

1. დაალაგეთ ზემოდან ქვევით და მარცხნიდან მარჯვნივ

ეს ხერხი თქვენს დროს დაზოგავს. მტვერი ჯერ ზედა დონეებიდან ჩამოფერთხეთ, ხოლო ჩვარი და მტვერსასრტუტი სულ ბოლოს გამოიყენეთ. სივრცის თანმიმდევრული დალაგებისთვის მარცნიდან მარჯვნივ იმოძრავეთ.

2. დაზოგეთ ქიმწმენდაზე

ბალიშები, პლედები და ქურთუკები მოცულობითი ნივთებია, თუმცა მათი რეცხვა თქვენს სარეცხ მანქანაშიცაა შესაძლებელი. აქ მთავარია სწორი რეჟიმის არჩევა. აი რამდენიმე რეკომდაცია პროგრამის არჩევის დროს:

  • ბუმბულიანი ბალიშების, საბნებისა და ლეიბების გასარეცხად ის რეჟიმები აარჩიეთ, რომლებიც დიდი რაოდენობით წყლის პროცედურას შეიცავს;
  • თუ თქვენს მანქანას ზედა ტანსაცმლის რეცხვის რეჟიმი აქვს, თამამად შეგიძლიათ მემბრანიანი ქურთუკების რეცხვა. თქვენი სპორტული ტანსაცმელი არ დაზიანდება. ქურთუკის დეფორმირების თავიდან ასაცილებლად ღილები შეკარით, ხოლო ელვა და ჯიბეები პირიიქით, გახსენით.
  • უმჯობესია ნივთების საშრობში მოთავსება. ეს სწრაფი და უსაფრთხო მეთოდია, ამასთან ტანსაცმელი  ზედმეტად არ გამოშრება და მისი დაუთოება გაგიმარტივდებათ.

3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა მხოლოდ ჭურჭლისთვის არაა განკუთვნილი

მათზე ბევრი ჭორ-მართალია გავრცელებული: თითქოს ის ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, დიდ ადგილს იკავებს სამზარეულოში და საერთოდაც უსარგებლო ნივთია. სიმნამდვილეში, ამ მოწყობილობის გონივრული გამოყენება  თქვენს ყოფას საგრძნობლად გაამარტივებს. მას შეგიძლიათ გრილის ნაწილების, მაცივრის თაროების, ლანგრების, პატარა ქანდაკებების, ლარნაკების და პლასმასის სათამაშოების რეცხვაც კი ანდოთ. ბევრი მოდელი გასარეცხი ნივთების მოსათავსებელი კალათის სიმაღლის რეგულირების საშუალებას იძლევა, ასე რომ მანქანაში დიდი მოცულობის საგანიც ჩაეტევა.

შემდეგი ნივთები უმჯობესია არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, ვინაიდან მათ შეიძლება იერი დაუზიანდეთ:

  • თუჯის ნაკეთობები;
  • ხის, სპილენძის, თითბერისა და ემალირებული ჭურჭელი;
  • ბროლი;
  • მოოქროვილი და მინანქრით მოპირკეთებული ფაიფური;
  • თერმოსი და თერმოჭიქები;
  • სახეხები და საწურები.

4. კრიალა ფანჯრები და სარკეები ქიმიის გარეშე

საყოფაცხოვრებო ქიმიის გათავების შემთხვევაში გასაწმენდად ძმარი შეგიძლიათ გამოიყენთ.

ერთი სუფრის კოვზი ძმარი 1.5 ლიტრ ცხელ წყალში აურიეთ (არა მდუღარე), გადაასხით პლასტმასის გამაფრქვეველში, შეაშხეფეთ ზედაპირს, დააყოვნეთ და შემდგომ ჩვრით გაწმინდეთ. თქვენ ნამდვილად ბრწყინვალე შედეგს მიიღებთ.

5. მტვრის საწინააღმდეგო საშუალება

თეთრეულის კონდენციონერში დასველებული ჩვრით გაწმენდილი ზედაპირი გაცილებით ნაკლებ მტვერს იკრავს. ასევე, შეგიძლიათ სპეციალური მიკრობოჭკოვანი ჩვრები გამოიყენოთ.

6. აბაზანის ბზინვარება 

ამის მიღწევა უბრალო გრეიფრუტითაა შესაძლებელი. ის რამდენიმე წუთში ძველ ნადებებსაც კი მოერევა, ხოლო ხელის კანს არ ავნებს. გრეიფრუტი შუაზე გაჭერით და თითოეულ ნახევარზე მაქსიმალურად წვრილი გრანულის მარილი დაყარეთ, ასე ზედაპირი არ დაიჩხაპნება. წაუსვით დაბინძურებულ ზედაპირს და რამდენიმე წუთის შემდეგ მორეცხეთ. შეგიძლიათ ციტრუსის სუნითა და მბზინავი აბაზანით დატკბეთ.

ხისგან დამზადებული მინიმალისტური ავეჯის ქართული ბრენდი – “კარლო”

#სადვიცხოვრო: ბინა ბაკურიანში