შეკიდული უნიტაზი საზოგადოებრივი ტუალეტებისთვის პირველად ამერიკელებმა გამოიყენეს და ეს სიახლე მალე კერძო სახლებშიც დაინერგა. დღეს ის თანამედროვე ინტერიერის დახვეწილ შტრიხად ითვლება. ამ სტატიაში გვინდა აღნიშნული ტიპის უნიტაზების ძლიერ და სუსტ მხარეებზე ვისაუბროთ, რაც მომავალში სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
ძლიერი მხარეები
- შეკიდული უნიტაზების თანამედროვე იერი და მინიმალისტური დიზაინი ძალიან პრაქტიკულია, განსაკუთრებით კი მცირე ზომის ტუალეტებისთვის (ზოგ შემთხვევაში, ერთადერთი ვარიანტიც);
- ადვილი მოსავლელია – თავისუფალი ადგილი მის ქვეშ იატაკის ფილის გაწმენდას მნიშვნელოვნად ამარტივებს;
- შესაძლებელია სიმაღლის რეგულირება სტანდარტული 35,5 სმ-დან კომფორტულ 40, 5 სმ-მდე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, მეტადაც;
- “ჩუმი” მუშაობა (წყლის ხმის არ არსებობა ავზის შევსების დროს).
სუსტი მხარეები
- შეკიდული უნიტაზი სტანდარტულ უნიტაზებზე ძვირია;
- საჭიროებს მაღალკვალიფიციურ მონტაჟს, რომელიც ორ ეტაპად იყოფა: კონსტრუქციის ჩარჩოს დაყენება და კედელში ჩაშენება რემონტის პერიოდში, ხოლო სარემონტო სამუშაოებს დასრულების შემდგომ უშუალოდ უნიტაზისა და ჩასარეცხი ღილაკების მორგება;
- მის უკან არსებული კომუნიკაციების (საკანალიზაციო, ასევე წყლის მილები და მათი ბმები) მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, რემონტის სირთულე
- მისი მონტაჟი საჭიროებს ბეტონის ან ქვის მყარ კედელს;
- უმნიშვნელო ამორტიზაცია დაჯდომის დროს (თუმცა ეს უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია, შეკიდული უნიტაზი 400 კგ-ზე მეტს უძლებს).
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეკიდულ უნიტაზებს, ისევე როგორც ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას, გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი თვისებები. შესაბამისად, ის, თუ რამდენად მისაღებია თქვენთვის მსგავსი ტიპის აბაზანის მოწყობილობა, მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების გაანალიზებისა და საკუთარი პრეფერენციების მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ.