in

ინტერიერში შეჭრილი ხეები

არქიტექტორები ხშირად იყენებენ ინტერიერისა და ექსტერიერის სივრცის გადაკვეთას დიზაინის კონცეფციის შესაქმნელად. ცდილობენ მაქსიმალურად შეამსუბუქონ საზღვარი, რაც ამ ორ სივრცეს ყოფს ერთმანეთისგან და ლანდშაფტი პირდაპირ ინტერიერში შემოაქვთ. ხშირად ხდება, რომ სამშენებლო არეალზე არის ხეები, რომელთა მოჭრაც არც სასურველია და არც კანონიერი. ამ შემთხვევაში ეს გამწვანება ხდება პროექტის დაგეგმარების შემადგენელი მთავარი ნაწილი. არქიტექტორები და დიზაინერები ახერხებენ მათ ინტერიერში ისე შემოტანას, რომ დაბრკოლების მაგივრად ეს ელემენტები დიზაინის ერთგვარი იდენტობა ხდება. რა თქმა უნდა მსგავსი გადაწყვეტა მოითხოვს კვლევასაც, თუ რა გარემო სჭირდება მცენარეს, რომ არ დაზიანდეს.

ასევე არსებობს პროექტები, სადაც პროექტირების ადგილას სულაც არ არის მსგავსი სიტუაცია და არქიტექტორს თავად შემოაქვს დარგული გამწვანება ინტერიერში, იმისთვის, რომ მაცხოვრებლების კეთილდღეობას ხელი შეუწყოს. 

გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ პროეტს, სადაც მსგავს გადაწყვეტას ვხვდებით:

TreeHouse – Suite Arquitetos

2018 წელს აშენებული პროექტი ბრაზილიაში. პროექტის კონცეფცია მთლიანად ადგილობრივი ბუნებაა და ყველა მასალა თუ ავეჯი ამის მიხედვით არის შერჩეული.

Constant Springs Residence – Alterstudio Architecture

2017 წელს აშენებული პროექტი ოსტინში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროექტი ტერიტორიაზე არსებული მუხის ხის გარშემოა დაგეგმარებული.

© Casey Dunn

Terra House – Paola Ribeiro

2016 წელს აშენებული 160 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი სან პაულოში მთლიანად ინსპირირებულია იმ ლანდშაფტით, რაც არქიტექტორებს ტერიტორიაზე დახვდათ.

© Denilson Machado - MCA Studio

Earth Box – Equipo de Arquitectura

კუბის ფორმის სახლი მხოლოდ 45 კვადრატულია და პარაგვაიში მდებარეობს. პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ ლიმიტირებული იყო, მაგრამ არქიტექტორებმა შეძლეს საინტერესო ექსპერიმენტის მიღება ადგილობრივი მასალებით და გადამუშავებული შუშის გამოყენებით.

© Leonardo Mendez

© Leonardo Mendez

Cosentino House – Debora Aguiar

1100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული სახლი მორგებულია დამკვეთების მოთხოვნას, რომ რაც შეიძლება მძაფრად შემოჭრილიყო ბუნება მათ ინტერიერში.

Cosentino House / Débora Aguiar, Courtesy of Débora Aguiar

The Mango Tree House – Ujjval Panchal + Kinny Soni

პროექტი მდებარეობს ბოპალში, ინდოეთში. სახლი 50 წლის მანგოს ხის გარშემოა აშენებული.

© Dhrupad Shukla

© Dhrupad Shukla

DIYA – SPASM Design Architects

SPASM Design Architects-ის 2016 წლის საოჯახო სახლი ინდოეთში, აჰმედაბადში. პროექტის მდებარეობა მთლიანად ტერიტორიაზე არსებული ხეებისა და მდელოს ნაკარნახებია.

DIYA / SPASM Design Architects, © Photographix - Sebastian & Ira

© Photographix - Sebastian & Ira

Box House – Caio Persighini Arquiteqtura

ბეტონის კუბის ფორმის საკმაოდ მასშტაბური სახლი არარაკარაში, ბრაზილიაში 2017 წელს დამთავრდა, ინტერიერში ჭარბობს ხის მასალა და გამწვანება, ცენტრში კი დარგეს ხე (Jabuticaba tree), რომელიც ძალიან მოუხდა ინტერიერს.

Box House / Caio Persighini Arquitetura, © Favaro Jr.

© Favaro Jr.

House in Kyoto – 07BEACH

სახლი სამშვილიანი ოჯახისთვის კიოტოში, რადგან შესაფერისი ეზოს მოსაწყობად ფართობი არ რჩებოდა, დიზაინერებმა ეზოს ელემენტები ინტერიერში შემოიტანეს.

© Yosuke Ohtake

© Yosuke Ohtake

Garden Tree House – Hironaka Ogawa & Associated

პატარა სახლი იაპონიაში, რომლის ჭერიც თითქოს ხეებს უჭირავს.

Garden Tree House / Hironaka Ogawa & Associates, © Daici Ano

Elã Studio / Natália Lemos + Paula Pupo

კიდევ ერთი 2019 წელს აშენებული პროექტი ბრაზილიაში, რომელიც მომღერალი ნეი მატოგროსსოს პატივსაცემად შეიქმნა. რადგან მას ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბუნებასთან, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს ბუნების და ინტერიერის ელემენტების შერწყმა.

© Denilson Machado – MCA Estúdio

© Denilson Machado - MCA Studio

Tartuferia San Paolo / mf+arquitetos

რესტორანი ბრაზილიაში, სან პაულოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედ გამწვანებაა.

© Felipe Araujo

© Felipe Araujo

Apple Regent Street / Foster + Partners

კომპანია ეფლის ოფისი ლონდონში ცნობილი არქიტექტორის – ნორმან ფოსტერის პროექტია. თეთრ, სადა ინტერიერში 12 ხეა დარგული.

© Nigel Young

© Nigel Young

 

წყარო: Archdaily

იდეები ვერანდის მოსაწყობად

ინტერიერიში ხის ფანერის გამოყენების 6 ვარიანტი