in

Homemade – ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ყველა ტიპის ავეჯს სთავაზობს

Homemade ქართული ბრენდია, რომელიც დღეს მომხმარებლებს თითქმის ყველა ტიპის ავეჯს სთავაზობს. თუმცა, ბრენდმა თავდაპირველად გარე ავეჯის წარმოებით დაიწყო და პირველი 2 წელი მათი პროდუქცია მაღაზია “საბაში” იყიდებოდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდათ მათ იმ ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, რაც უკვე დღეს აქვთ.

Homemade-ის შესახებ, დეტალურად მის დამფუძნებელს, დავით ცერცვაძეს გავესაუბრეთ:

-როდის შეიქმნა Homemade და რა რა წინაპირობები უძღოდა წინ მის შექმნას? საიდან დაიბადა იდეა?

-ჩვენი სხვა ბიზნეს მიმართულების გამო, რომელსაც სასტუმროების დეველოპმენტი წარმოადგენს, ხშირად გვიწევდა ავეჯის საყიდლად ჩინეთში სიარული. შესაბამისად, გაჩნდა სურვილი, რომ ჯერ საკუთარი შენობებისთვის  და შემდეგ უკვე ბაზრისთვის დაგვეწყო გარე ავეჯის მიმართულების წარმოება. ამ მიზნით, ჩინეთიდან ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები და 3 თვის განმავლობაში ადგილობრივ ხელოსნებს ტრენინგი ჩავუტარეთ. შემდეგ თანდათანობით ბიზნესმა მოითხოვა სხვადასხვა მიმართულების დამატება და მოვედით იქამდე, რომ ამჟამად ფაქტობრივად, ვაწარმოებთ ავეჯის ყველა სპექტრს.

-კონკრეტულად, რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებლებს?

-ჩვენ ვთავაზობთ ავეჯის ყველა მიმართულებას: გარე ავეჯი, რბილი ავეჯი, მასიური ხის და ლითონის ავეჯი, განათებები. მთავარი აქცენტი გვაქვს ნატურალურ პროდუქტებზე, თანამედროვე და მარტივ დიზაინზე. ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელსაც დიდი ტექნოლოგიური სიმძლავრეები არ სჭირდება, რადგან ჩვენი ავეჯი არ არის გათვლილი სერიულ წარმოებაზე. ქართული წარმოებებიდან ვიყენებთ ყველაფერს, რაც ქვეყანაში იწარმოება: ლითონი, ტყავი, თიხა. თუმცა, ასევე ვახორციელებთ ხე–მასალის, ტექსტილისა და ხელოვნური რატანის იმპორტს.

-საინტერესოა, სად მზადდება თქვენი ავეჯი?

-ჩვენ ვფლობთ ორ წარმოებას: ქუთაისში გვაქვს მასიური ხის გადამამუშავებელი და ავეჯის დეტალების მწარმოებელი საამქრო, ხოლო თბილისში – ლითონის, რბილი ავეჯის და გარე ავეჯის საამქრო. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ხელოსნებთან სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც ჩვენი დიზაინით ქმნიან პროდუქციას.

-პროდუქტის გარდა, კიდევ რაიმე მომსახურებასაც ხომ არ სთავაზობთ მომხმარებლებს? პროდუქციას მხოლოდ თქვენი დიზაინით ამზადებთ თუ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებთ ?

-ჰოუმმეიდს აქვს უნიკალური ნიშა, კერძოდ, ჩვენთან ყველა მსხვილ მომხარებელს შეუძლია, მოიტანოს საკუთარი დიზაინი და შევქმნათ მათთვის განსაკუთრებული ავეჯი, ან არსებულ მოდელებს შევუცვალოთ ზომა, ფერი, ტექსტილი ან სხვა დეტალი. ანალოგიური მომსახურება არ აქვს არც ერთ უცხოელ კონკურენტს. ასევე, პასუხს ვაგებთ ხარისხზე და წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მაშინვე ვრეაგირებთ. ხოლო ადგილობრივი წარმოებისა და საკუთარი მაღაზიის გამო, გვაქვს საშუალება, ვიმუშაოთ დაბალი მარჟებით, რაც საფასო პოლიტიკაში მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვანიჭებს.

-როგორ ფიქრობთ, როგორი ტიპის სივრცეებისთვისაა განკუთვნილი თქვენი პროდუქცია? 

-ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური შეკვეთებისთვის, ასევე გვყავს მსხვილი მომხმარებლები სასტუმროებისა და რესტონების სახით. დაარსების დღიდან დღემდე საკმაოდ ბევრი მაღალი კლასის სასტუმრო გვაქვს ავეჯით სრულად გაწყობილი.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტურია მსგავსი პროდუქტი ქართველი მომხმარებლების გემოვნებისა? როგორია მოთხოვნა?

-ვფქირობ, რომ ქართველი მომხმარებლის გემოვნება ნელ-ნელა იხვეწება და უახლოვდება განვითარებული ქვეყნების მოთხოვნებს, რომლებიც აქცენტს ნატურალურ მასალებსა და მინიმალიზმზე აკეთებენ. გვიხარია, რომ ამ პროცესში შეგვაქვს ჩვენი წვლილი და ბაზარს ვთავაზობთ შესაბამისი დიზაინის და ხარისხის პროდუქციას.

-საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე გიწევთ საქმიანობა და როგორ ფიქრობთ, რითაა გამორჩეული ჰოუმმეიდის პროდუქცია?

ვფიქრობთ, რომ გემოვნებიანი დიზაინი არის ჩვენი მთავარი კოზირი, რომელიც მომხარებელს ადგილზე შეუძლია ნახოს; ასევე, დიდი არჩევანი და პროდუქციის ფორმის, ზომის  და ფერის შეცვლის შესაძლებლობა გვანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხარისხის იმპორტირებულ პროდქუციასთან მიმართებაში ჩვენი ფასები საკმაოდ მიმზიდველია.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-ჩვენი პროდუქცია ყოველდღიურად იცვლება, მუდმივად შემოგვაქვს სიახლეები და ახალი დიზაინი. გეგმაში გვაქვს ბათუმში მაღაზიის გახსნა, თუმცა, ველოდებით  არსებული პანდემიური სიტუაციის დარეგულირებას.

-აქვს თუ არა Homemade-ს შოურუმი და დაინტერესებულმა პირებმა სად უნდა მოგმართონ?

-დიახ, ესეც ერთ-ერთი ჩვენი უპირატესობაა, რომ მომხარებელს ერთ ისვრცეში, რაც დაახლოებით 2000 კვ/მ–ია, შეუძლია ყველა ჩვენი პროდუქტის ნახვა. ჩვენი შოურუმი მდებარებობს აღმაშენებლის ხეივნის 205-ში.

რას ნიშნავს ფერადი სტიკერები საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე?

ბინა ასათიანის ქუჩაზე “ლოფტისა” და სკანდინავიური სტილის სინთეზით – 4 VISUAL-ის პროექტი