in

8 მაღაზია თბილისში, სადაც კერამიკული ფილების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ

მიუხედავად იმისა, რომ, კერამიკულ ფილებს უპირატესობას ძირითადად სველი წერტილებისა და სამზარეულოების შემთხვევაში ანიჭებენ, რეალურად, ეს მასალა ინტერიერის დიზაინის ის ელემენტია, რომელიც ნებისმიერი ოთახისთვის გამოიყენება.

კერამიკული ფილების გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველგან, კედლების, ბუხრების, ჭერისა და იატაკის ჩათვლით. ფილებს აქვთ მთელი რიგი თვისებები, რაც მათ სრულყოფილად აქცევს: გამძლეობა, მრავალფეროვნება და მარტივი მოვლა. გარდა ამისა, სწორად შერჩეული ფილა ელეგანტურ იერს აძლევს სახლის ნებისმიერ კუთხეს.

homeis.ge წარმოგიდგენთ 8 მაღაზიას თბილისში, სადაც კერამიკული ფილების მრავალფეროვან და ხარისხიან კოლექციას შეხვდებით:

გალერეა დემასი

„გალერეა დემასი“ მომხმარებელს ევროპული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ კერამოგრანიტი გარე და შიდა მოპირკეთებისათვის, კერამიკული ფილა, მოზაიკა, კერამიკული სანტექნიკა და სხვა საჭირო მასალები.

ლეგო რუმი

„ლეგო რუმი“, თავისი მომხმარებლისთვის ფერებისა და დეტალების საინტერესო კომბინაციას ქმნის, იგი გთავაზობთ ესპანური წარმოების კერამოგრანიტებისა და კერამიკული ფილების მრავალფეროვან არჩევანს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ფერის, ფორმის თუ ზედაპირის ფილები, ბეტონის, ქვის თუ ხის ფაქტურის სხვადასხვა ვარიაციები.

ლუსონი

„ლუსონში“ ექსკლუზიურად  შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Atlass Concorde, Ferro, Kutahya და სხვა.

მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ერთად, „ლუსონი“ მომხმარებელს 3 წლიან გარანტიას, განსაკუთრებულ მომსახურებასა და თითოეულ კლიენტზე ინდივიდუალურად მორგებულ დიზაინს ჰპირდება. „ლუსონის“ შოურუმში წარმოდგენილი თურქული და ესპანური ბრენდების ფილების გამოყენება შეგიძლიათ, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში.

ვიტრა

„ვიტრა“ მუდმივად ცდილობს აღმოაჩინოს ფილების დიზაინის ახალი მიმართულებები. ამ მიდგომით „ვიტრა“ აღიარებულია დახვეწილი და ესთეტიკური იდეებისა და კონცეფციების შემქმნელად. აღსანიშნავია, რომ აქ, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მოზაიკური და Atelier სერიის ფილები, რომელიც სულ უფრო მოთხოვნადი და ტრენდული ხდება, თანამედროვე სტილის ინტერიერში სააბაზანოსა თუ სხვა სივრცეებში.

Kerama Marazzi Georgia

Kerama Marrazzi-ის ფილიალებში კერამიკული გრანიტის, მოზაიკის და დეკორატიული ელემენტების ჯამური რიცხვი 4000-ს აღემატება. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმატის, სტილის, განსხვავებული ფერთა გამის, სისქისა და ზედაპირის მრავალფეროვანი არჩევანით. მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად, კომპანია მომხმარებელს უფასო ლოჯისტიკასაც სთავაზობს.

იდეალი

სავაჭრო ცენტრი „იდეალის“ პროდუქციის ასორტიმენტში წარმოდგენილია SERON, VECTON-ის და LIVENZA-ს ბრენდის კერამიკული და კერამგრანიტის ფილები შიდა და გარე მოპირკეთებისათვის, ლამინირებული იატაკი და პროფილები, ხის იატაკი და სამშრიანი პარკეტი, ასევე, ჰიდროსაიზოლაციო მასალები, წებო-ცემენტი და სხვა სახის პროდუქცია სახლისა თუ შენობის რემონტისათვის.

ესპანო

უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს, ინტერიერის და ექსტერიერისთვის „ესპანოში“ შეიძენთ. აქვე იპოვით უმაღლესი ხარისხის, ძლიერი მოჭიდების მქონე ესპანური წებო-ცემენტის ნაირსახეობას – ყველა სახის კერამიკული, ქვის და მარმარილოს ფილებისათვის, როგორც შიდა, ასევ გარე სამუშაოებისათვის.

კაფელის სახლი

შ.პ.ს. „პეანი” საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია სავაჭრო ნიშნით „კაფელის სახლი”  და მასში მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანი გვხვდება. მაღაზია „კაფელის სახლ”-ში წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის უმაღლესი ხარისხის საქონელი ევროპიდან, აზიიდან და ლათინური ამერიკიდან, მათ შორის კერამიკული ფილები და კერამოგრანიტები. მრავალფეროვანი პროდუქციის არჩევანში კი აქ მომხმარებელს კვალიფიციური დიზაინერების მომსახურებით ეხმარებიან.

ნაცრისფერი ინტერიერში – რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისი გამოყენებისთვის

ჰაეროვანი საზაფხულო სახლი სალენტოში