შეკიდული უნიტაზი საზოგადოებრივი ტუალეტებისთვის პირველად ამერიკელებმა გამოიყენეს და ეს სიახლე მალე კერძო სახლებშიც დაინერგა. დღეს ის თანამედროვე ინტერიერის დახვეწილ შტრიხად ითვლება. გასულ სტატიაში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შეკიდული უნიტაზების ძლიერ და სუსტ მხარეებზე. დღეს კი ის გავრცელებული მითები გვინდა გავაქარწლოთ, რომლებიც ამ თემის ირგვლივ არსებობს.
მითი #1: უნიტაზის ავზისა და მასთან მიერთებული წყლის მილების მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ უნდა მოინგრეს კედელი.
სინამდვილეში, ინსტალაციის დროს კეთდება უხილავი ლუქი, რისი მეშვეობითაც სათადარიგო ნაწილებთან და ავზის მწყობრიდან გამოსულ სხვა ელემენტებთან წვდომაა შესაძლებელი, თანაც სწორი მონტაჟის დროს ასეთი დაზიანებების მოხდენის ალბათობა ძალიან დაბალია.
მითი #2: შეკიდული უნიტაზი არ არის გათვალისწინებული დიდ დატვირთვებზე.
სინამდვილეში, ის 400 კგ-ზე მეტ სტატიკურ დაწოლას უძლებს, მაშინ როცა სტანდარტული უნიტაზები მხოლოგ 200 კგ-ზეა გათვლილი.
მითი #3: შეკიდული უნიტაზები ჟონავს.
თუ თქვენ კვალიფიციურ კომპანიას მიმართავთ, ამგვარი უხერხული მომენტები გამორიცხულია.
რომ შევაჯამოთ, იმ შემთხვევაში თუ შეკიდული უნიტაზის სუსტი მხარეები თქვენ არ გაბრკოლებთ, მაშინ ის ნამდვილად კარგი არჩევანია თქვენთვის, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს საბოლოოდ მაინც გემოვნების საკითხია და შესაძლებელია თქვენს ინტერიერს სხვა გადაწყვეტილება უფრო მოუხდეს.