in

“Made In Georgia”, როგორც ხარისხის ინდიკატორი – ინტერვიუ “საინის” არტ-დირექტორ ნინა სლეპჩენკოსთან

ქართული ანბანი ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი სირთულიდან, დახვეწილი და მისტიური ფორმებიდან გამომდინარე, საუკუნეების განმავლობაში ის არაერთი ხელოვანის ინსპირაციის წყარო გამხდარა. სწორედ ქართული ანბანით არიან შთაგონებულნი კომპანია “საინის” დამმაარსებლები, ნინა სლეპჩენკო და მისი მეუღლე, ლევან ვათეიშვილი. მათი შემოქმედება ქართულ მოტივებზე დგას და ქართული ხარისხის სტანდარტების შექმნა-პოპულარიზაციაში დიდ როლს ასრულებს. გთავაზობთ ინტერვიუს “საინის” თანადამფუძნებელთან, ნინა სლეპჩენკოსთან.

 

-როგორ დაარსდა „საინი?“ ვინ დგას მის უკან? 

-„საინი“, როგორც დიზაინ-სტუდია და სტარტაპი 2015 წელს დაარსდა. თუმცა, ქართულ ანბანთან ჩემი ურთირთობა ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში დაიწყო, სადაც გამოყენებითი გრაფიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ქართული შრიფტებით კი განსაკუთრებულად მაშინ დავინტერესდი, როდესაც ლადო გრიგოლიას საოცარი ნამუშევრები პირველად ვნახე და მისი ქართული აკადემიური შრიფტის 396 ვარიაციათა სისტემას გავეცანი.

ამ დახვეწილი სისტემის საფუძველზე ვისწავლე შრიფტის აგებულება. შემდგომ, მთელი ცხოვრება მქონდა შეხება ქართულ ანბანთან და მის ვიზუალიზაციასთან, ვინაიდან  გრაფიკული დიზიანერის საქმიანობას ვეწეოდი. ამის გარდა, ჩემს მეუღლესთან, ლევან ვათეიშვილთან, ერთად წლების მანძილზე ვმუშაობდით ინტერიერის დიზაინერებად. უკვე მაშინ ვფიქრობდით იმაზე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა თანამედროვე დიზაინში ქართული ელემენტების შემოტანა. ოღონდ ეს ელემენტებიც თანამედროვე და, ამავე დროს, ქართულ კულტურასთან ძირეულ კავშირში უნდა ყოფილიყო. მაშინ ჯერ ძალიან ზოგადი წარმოდგენა გვქონდა ჩვენს ჩანაფიქრზე, მაგრამ როგორც ჩანს, ქვეცნობიერად „საინისკენ“ მივდიოდით. ვიცოდით, რომ არა მხოლოდ სივრცის მოწყობა, არამედ უშუალოდ ნივთების შექმნაც გვინდოდა. მეც, როგორც მხატვარს, მხოლოდ ფუნჯი და ქაღალდი, ასე ვთქვათ, აღარ მყოფნიდა.  სტუდია მე და ლევანმა დავაარსეთ, მაგრამ დღეს უკვე „საინის“ უკან დგას მეგობრული გუნდი, რომლის ენთუზიაზმისა და შრომის გარეშე ჩვენ ამდენს ვერ მივაღწევდით.

May be an image of tableware
ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

May be an image of indoor

-კონკრეტულად რამ მიგიზიდათ ქართული ანბანისკენ და რატომ გადაწყვიტეთ მისი განსხეულება ორნამენტებით?

-ვინაიდან ანბანის ასო-ნიშნების ორნამენტებად გადაქცევა ჩემი საავტორო მიდგომაა, მინდა შევინარჩუნო გარკვეული საიდუმლოება და ტექნიკურ დეტალებს არ ჩავწვდები. რაც შეეხება შთაგონების წყაროს, თავისთავად, ეს უშუალოდ ქართული ანბანი გახდა, თავის დახვეწილი ვიზუალით და შთამბეჭდავი ისტორიით. სხვათაშორის, მხატვრის ინტუიციამ არ მიღალატა და შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ანბანების ასეთივე „დამუშავების“ გზით ვერ მივიღე ისეთი სრულყოფილი რეზულტატი, როგორიც ქართულმა ასო-ნიშნება მომცეს. ასე აღმოჩნდა, რომ ქართული ანბანის მიღმა კიდევ ძალიან დიდი სამყაროა.

May be an image of indoor

No photo description available.

May be an image of drink
ფოტოები: Design Georgia

-გვიამბეთ სამუშაო პროცესზე, როგორი ტექნოლოგიებითა და მასალებით ახერხებთ კონკრეტული ჩანაფიქრების განხორციელებას?

-ჩვენი პირველი პროდუქტი ფაიფურის თეფშები იყო. დასახელება „საინი“, როგორც ხვდებით, აქედან წამოვიდა. ფაიფურზეც და კერამიკაზეც ორნამენტის დატანა დეკოლის ტექნოლოგიით ხდება. დეკოლი მოითხოვს ისეთივე სიფაქიზეს და ოსტატობას, როგორსაც ხელით მოხატვა. სპეციალურ დეკოლის ქაღალდზე დაბეჭდილი გამოსახულება ხელით გადაგვყავს ზედაპირზე. შემდგომ ხდება ნივთების საბოლოო გამოწვა, რაც თავისთავად, ასევე მოითხოვს დიდ ყურადღებას. დეკოლის ტექნოლოგიით სასურველ ფერებს ცდების საშუალებით ვღებულობთ. ასევე, დეკოლი მეტად ხელსაყრელი ტექნოლოგიაა ნივთების ტირაჟირების მხრივ.

May be an image of dessert and indoor
ფოტო: Design Georgia

ფაიფურის და კერამიკის გარდა, ჩვენთვის საინტერესოა სხვადასხვა ფაქტურისა და ხასიათის მქონე მასალებზე მუშაობა. უპირატესობას ბუნებრივ და ეკო-მეგობრულ მასალებს ვანიჭებთ. ხშირად თვითონ მასალასთან შეხება გაძლევს ინსპირაციას, თითქოს გკარნახობს რა შეიძლება დაამზადო ამა თუ იმ ხით, ქვით, თუ მინით. ჩვენი ნივთები ნაწილობრვ ან სრულად საქართველოშია დამზადებული. საბოლოო დამუშავება-აწყობა კი ყველა შემთხვევაში სტუდიაში ხდება ჩვენი გუნდის მიერ. თავისთავად, ჩვენ ჩვენი ხელით არ ვამზადებთ ყველა ნივთს, რომლის დიზაინსაც ლევანთან ერთად ვიგონებთ. გვიწევს ბევრ ოსტატთან თანამშრომლობა და რამდენიმე სახელოსნოსთან კოლაბორაცია. მუდმივად  ვართ სწავლისა და განვითარების პროცესში. ვინაიდან, ერთია თავში მოსული კარგი იდეა და მეორე, როდესაც იცი, როგორ უნდა განახორციელო ეს იდეა. თუ სხვა ხელოსნის ჩარევაა საჭირო, მასაც ზუსტად უნდა მისცე დავალება და უნდა გესმოდეს მასალის სპეციფიკა. ინტერიერის ნივთი, თუ აქსესუარი, უნდა იყოს ფუნქციური, ხარისხიანი, ცვეთაგამძლე… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნივთების მეშვეობით ქართული კულტურა გავაცნოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, და რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს მაღალი ხარისხის ნივთებით. გვურს, რომ წარწერა MADE IN GEORGIA მსოფლიო ბაზარზე ხარისხის ექვივალენტი იყოს და ამასთან ერთად ზედმეტი დაზუსტება აღარ იყოს საჭირო, თუ სად არის ეს Georgia.

-გვიამბეთ თქვენს მიმდინარე პროექტებზე 

– ჩვენმა სტუდიამ მონაწილეობა მიიღო მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში, მათ შორის Tbilisi Art Fair 2019 (TAF)-ის ფარგლებში გამართულ გამოფენა – „Design Georgia“-ში,  სადაც „საინი“ ინტერიერის დიზაინ-ობიექტებით წარსდგა და ასოციაცია „Design Georgia”-ს  წარმატებული წევრიც გახდა.

Design Georgia არის ინტერიერის და პროდუქტის დიზაინერთა ასოციაცია. ასოციაციაში გაწევრიანებამ ჩვენი ინტერიერის ობიექტების ხაზის წარმოჩენის საშუალება მოგვცა ფართო აუდიტორიის წინაშე. გარკვეულ ეტაპზე ჩვენი ფაიფურის ჭურჭლით უკვე საკმაოდ ცნობილები გავხდით საზოგადოებისათვის. ასე რომ, სტუდიის განვითარების ახალ ეტაპზე დიზიან-ობიექტების წარმოჩენა ძალიან დროული იყო. Design Georgia-ს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი, ანუ ქართველი დიზაინერების და ხელოვანების, უცხოურ ბაზარზე გაყვანა და საერთაშორის „ბაიერების“ საქართველოში ჩამოყვანაა. სამწუხაროდ, 2020 წელს პანდემიამ შეაჩერა ტალინში, Telliskivi Creative City-ში მოწყობილი ქართველი დიზაინერების გამოფენა-გაყიდვა.  იმედია უახლოეს დროში შევძლებთ დავუბრუნდეთ მსგავს გამოფენებსა და შეხვედრებს. მანამდე კი ასოციაცია ამზადებს ონლაინ გალერეას, სადაც წარმოაჩენს თავის წევრების მიერ შექმნილ დიზაინ ობიექტებს, რომლის შეძენაც მომხმარებელს ონლაინ შეეძლება. ასე რომ, „საინსაც“ მალე ახალი გაყიდვების პლატფორმა შეემეტება.

No photo description available.
“საინის” პირველი კოლექცია, 2015 წელი

-საიდან მოდის „საინის“ პროდუქციის შექმნის ინსპირაცია?

-როგორც გითხარით, მთავარი ინსპირაცია და ბიძგი მომცა ქართულმა ანბანმა. განსხვავებულ მასალებზე მუშაობა და მათი შერწყმა გვაძლევს ფანტაზიისთვის დიდ გასაქანს. მნიშვნელოვანი იყო „საინის“ ძირითადი ფერის არჩევა, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფერი – ლურჯი კობალტის ფერი.  ლურჯი კობალტის მინა, მინანქარი, საღებავები აღმოჩენილია ეგვიპტის ძველ სამაროვნებში. ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი იქნა კობალტის მინის ბევრი ნატეხი. ასევე ძალიან მიყვარს ჩინური ლურჯ-თეთრი ფაიფური. ჩინური ფაიფურის ისტორია, ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია. ხელოვნების ისტორიის პერიოდებიდან ჩემთვის ახლოა იტალიური რენესანსი (აღორძინების ხანა) თავისი იდეებით, ფილოსოფიითა და ხელოვნების ნიმუშებით. ასევე, XIX-XX საუკუნეების მოდერნი, არტ-ნუვო თავისი პლასტიკითა და ფერთა გამით. ასევე მაოცებს პირველყოფილი ხელოვნების არტეფაქტები, თავიანთი სისადავითა და სიმარტივით. და, რა თქმა უნდა, უდიდეს პატივს ვცემ უძველეს და მრავალფეროვან  ქართულ კულტურას, ძალიან მიყვარს ქართული თიხა, რომელსაც ასევე მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მაინტერესებს საბჭოთა პერიოდის ქართული ფაიფურის ისტორია და წარმოების განვითარება იმ პერიოდში. ინსპირაციას ხშირად მუსიკაშიც ვპოულობ, ან ბუნებაში.

No photo description available.

No photo description available.

-ამჟამად რა ტიპის პროდუქციას სთავაზობს „საინი“ ქართველ მომხმარებელს და რა შედის „საინის“ სამომავლო გეგმებში? 

– „საინმა“  უკვე მოიპოვა აღიარება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.  2018 წელს სტუდია Creative Business Cup Georgia-ს მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ, „საინის“ გუნდის წევრები კონკურსის გლობალურ ფინალზე კოპენჰაგენში – „Creative Business Cup 2018 Global Finals“ გაემგზავრნენ, სადაც  კონკურსში მონაწილე 53 ქვეყნის გამარჯვებული სტარტაპ კომპანიები შეიკრიბნენ.

„საინის“ პროდუქცია დღეს უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია. ვგულისხმობ, როგორც ნივთების დანიშნულებას, ასევე გამოყენებულ მასალებს. ფაიფურის თეფშები, ღვინის ჭიქები, ხის და კერამიკის დაფები და ლანგარები, დეკორატიული სარკეები, სანათები (კედლის, ჭერზე დასაკიდი, ტორშერები), ინტერიერის სხვა დიზაინ-ობიექტები და სამკაულები… ამ ეტაპზე, თეფშების გარდა, ყველა ნივთის დამზადება შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთით. ეს გულისხმობს სასურველი ასო-ნიშნის ორნამენტის შერჩევას (ყოველ ასოს აქვს საკმაოდ ბევრი ორნამენტის ვარიანტი), გარკვეულ შემთხვევაში ფერის და ზომის შერჩევას და ა.შ.. ნივთები არის ინდივიდუალურად დამზადებული. ზოგიერთი ნივთის დიზანი მხოლოდ ერთხელ იქმნება, რადგან  ზოგიერთ დამკვეთს სურს კონკრეტული ინიციალების გამოსახვა, სახელის ან „დაშიფრული“ ტექსტის აწყობა ჩვენი ორნამენტებით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ ფაიფურის თეფშების ახალი კოლექციის გამოშვებას კიდევ უფრო დახვეწილი ფაიფურით. ჯერ ვერ მოგიყვებით თუ რა ტიპის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. ასევე, გვსურს ჩვენი სტუდიის გაფართოება და მაქსიმალურად მეტი პროცესის ადგილობრივად განხორციელება, ჩვენი გუნდის გაზრდა, მეტი ოსტატის დასაქმება და, რა თქმა უნდა, მეტი მომხმარებლის მოზიდვა.  ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევს კმაყოფილი დამკვეთი და მომხმარებელი, რომლის ყოველდღიურობას „საინის“ პროდუქცია ახალისებს და ალამაზებს.

ბინა ცოტნე დადიანის ქუჩაზე – მარიამ ძამაშვილის პროექტი

მებაღეთა ჰარმონიული სახლი ლონდონში – Amos Goldreich Architecture-ს პროექტი