in ,

ბინა თბილისის ცენტრში – დოდოშკა ჩხეიძის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

აღნიშნული ბინა თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. მასში 2 საძინებელი, გაერთიანებული მისაღები-სამზარეულო და 2 სველი წერტილი მოთავსდა.

როგორც პროექტის ავტორი, დოდოშკა ჩხეიძე ამბობს, თავდაპირველად იგეგმებოდა კედლების სრულად თეთრ ფერში გადაწყვეტა. თუმცა, მოგვიანებით, დემონტაჟის პროცესში სამუშაო ჯგუფმა აღმოაჩინა ულამაზესად მოხატული ჭერი, რომელმაც დიზაინერს ზუსტად უკარნახა თუ რა ფერები უნდა ყოფილიყო გამოყენებული ინტერიერში. სწორედ ასე იქცა ლურჯის ღია ტონი აღნიშნული ბინის დომინანტ ფერად.

ყურადღებას იქცევს ინტერიერში არსებული მრგვალი ფანჯარა, რომელიც დიზაინერმა სახლში არსებული ფანჯრების გათვალისწინებით შეიმუშავა. სწორედ ამ ფორმით მოხდა მე-19 საუკუნეში დაპროექტებული შენობის არქიტექტურული ელემენტის ხაზგასმა ინტერიერში და მისი ტრადიციული შტრიხების ახალ დიზაინთან შერწყმა.

ბინაში უხვად არის გამოყენებული სარკეები, რაც დიზაინერის აზრით, საჭირო გადაწყვეტილება იყო, რადგან სარკე კარგ ვიზუალურ ეფექტს იძლევა, ადიდებს სივრცეს და აორმაგებს განათებას. კონკრეტულ მოცემულობაში ეს ეფექტი საჭირო იყო, ვინაიდან ორივე საძინებელი და სველი წერტილი დაბალჭერიანი და პატარა ზომის გამოვიდა.

აღნიშნული ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა ისეთი ელემენტების გამოყენება, როგორიცაა ორიგინალური დეკორი, საინტერესო ნამუშევრები და ულამაზესი მცენარეები, რაც დიდ როლს თამაშობს ბინაში არსებული განსაკუთრებული განწყობის შექმნაში.

დიზაინერი: დოდოშკა ჩხეიძე

არქიტექტურული სტუდია: DODO Designs

ფოტოები: Wehost.ge

აღნიშნული ბინის ქირაობა შესაძლებელია კომპანია Wehost.ge-ს პლათფორმის საშუალებით.

ალვარო სიზა – პორტუგალიური არქიტექტურის უგვირგვინო მეფე

“აღმოუჩენელი კარი” – ნინო ჩხარტიშვილის მიერ გაცოცხლებული ისტორია