ბელგიაში, “Pays De Collines” – ის გორაკზე, ბელგიის სოფელ „Frasnes-lez-Buissenal“-ის ბორცვიან მდელოზე „L” ფორმის ვილაა აშენებული, რომელიც ოდესღაც ამ ნაკვეთზე მდგომი ფერმერული სახლის თანამედროვე რეინკარნაციაა.
„L” ფორმის ამ ნაგებობის საერთო ფართობი 397 კვადრატული მეტრია. პირველ სართულზე დახურული და ღია სივრცეები ერთმანეთში გარდამავალი გეგმარებითაა ორგანიზებული. სახლის ერთი ფრთა ბორცვში შედის და პრივატულ ზონებს – საძინებელს, აბაზანასა და კაბინეტს მოიცავს.
მეორე ფრთაში კი საცხოვრებელი ფართებია მოთავსებული და ისინი ბორცვის თავზეა ამაღლებული, საიდანაც პეიზაჟსა და ღვინის მარანზე შთამბეჭდავი ხედები იშლება.
ბორცვის წვერიდან, რომელსაც «Dieu des Monts (ბორცვების ღმერთი)» ეწოდება, გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ვილის მწვანე სახურავი ჩანს. ფერდობიდან ვილა ისე მოსჩანს, თითქოს, ბორცვიდან ამაღლებულა და ჰაერში ლივლივებსო.
ვილა მონოლითური ბეტონისგანაა აშენებული, რაც უკომპრომისო სკულპტურის იერს აძლევს ნაგებობას. ბეტონი ასევე სახლის შიდა ინტერიერის მოპირკეთების ნაწილია და აქ გამოყენებული მოდერნისტული ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშებისთვის ერთგვარ მინიმალისტურ ფონს ქმნის.
გარედან ვილა წითელი აგურის წყობითაა მოპირკეთებული და დაცული ლანდშაფტის მკაცრ მოთხოვნებს ეხმიანება. პროექტის ავტორები ცდილობდნენ სახლიდან გარემოს ხედები მაქსიმალურად გაშლილიყო.
აქ გამოყენებულია ხე და შუშა, რაც იმ მკაცრ რითმს, რომლითაც ვილაა აგებული, უფრო ამძაფრებს. ის მკაფიოდ იგრძნობა ექსტერიერში – გამვლელებისთვის და ინტერიერში – სტუმრებისთვის.
პროექტის არქიტექტურული ენა ხასგასმულია ორი კონსოლური სახურავით (ერთი დახურული შემოსასვლელია, მეორე ტერასა), რომლებიც ამ ვილას დასრულებულ ფორმას აძლევს.
არქიტექტურული სტუდია: Martens Van Caimere Architecten
ფოტოგრაფი: Nick Konnaerts