in

ჯეფ კუნსი – ბანალური ობიექტების შემქმნელი დიდოსტატი

ჯეფ კუნსი ამერიკელი ხელოვანია, რომლის კარიერა გახმაურებული, ბევრისთვის შოკისმომგვრელი და უდავოდ შთამბეჭდავია. კუნსი იორკში, პენსილვანიის შტატში დაიბადა ინტერიერის დიზაინერისა და მკერავის ოჯახში – ესთეტიკისა და ხელოვნების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩანერგვის იდეები მის ცხოვრებაში ბავშვობიდან დიდ როლს თამაშობდა. კუნსი პატარაობიდანვე ავლენდა მიდრეკილებას ხელოვნებისადმი. 9 წლის ასაკში ის იმდენად შთამბეჭდავად ახერხებდა ცნობილი ლეგენდარული ნახატების ასლების დახატვას, რომ მამამისი მათ კლიენტების მოსაზიდად თავის მაღაზიაში კიდებდა.

Jeff Koons Has Finally Unveiled His Controversial Gift to Paris, and the French Public Is Not Entirely Thrilled | Artnet News

კუნსმა ფერწერა შეისწავლა ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტსა და მერილენდის ხელოვნების კოლეჯში, ბალტიმორში. სწორედ სტუდენტობის პერიოდში გაიცნო მან ხელოვანი ედ პაშკე, რომელმაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. პაშკემ 1970-იანი წლების ბოლოს კუნსი თავისი სტუდიის ასისტენტად აიყვანა, თუმცა საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებამდე კუნსს კიდევ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი.

შემოქმედებაზე კონცენტრირება შემოსავალზე ღელვის გარეშე ხელოვანისთვის დიდი ფუფუნებაა. ამ დონემდე მისაღწევად კუნსმა ბროკერის ლიცენზია მოიპოვა და 1980-იანებში რამდენიმე შტატში მუშაობდა ბროკერად, მათ შორის, ლეგენდარულ უოლ სტრიტზეც.

1977-1979 წლებში კუნსმა ოთხი ინდივიდუალური ნიმუში შექმნა, რომელთაც თავად „ადრეულ ნამუშევრებს“ უწოდებს. 1978 წლიდან ის თავის გასაბერი ნამუშევრების სერიაზე მუშაობდა, რომელშიც შედიოდა სარკეების გვერდით განლაგებული გასაბერი ყვავილები და სხვადასხვა ზომისა და ფერის გასაბერი ბაჭიები.

Jeff Koons (b. 1955)

Stop Hating Jeff Koons - The New York Times

Jeff Koons - Artwork: Inflatable Flowers (Four Tall Purple with Plastic Figures)
ჯეფ კუნსის გასაბერი ნამუშევრები

 

კუნსის მნიშვნელოვანი ნამუშევარია „The New”, 1979 წელს შექმნილი ინსტალაცია, რომელშიც გამჭვირვალე, „პლექსიგლასის“ ორგანულ მინის ყუთში ინდუსტრიული, ფლუორესცენციული განათებებით გამოკვეთილი მტვერსასრუტები იყო გამოფენილი. კუნსი 1950-იანებში გაიზარდა, პერიოდში, როცა ამერიკელ საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენდა გენდერული სტიგმები. კაცი მამაკაცური უნდა ყოფილიყო, ქალი კი – ქალური. ადმიანები თავიანთ სოციალურ როლებს პირადი ქონებით და ნივთებითაც ერგებოდნენ, ამიტომ კუნსის მიერ მტვერსასრუტის, „ქალური“ ტექნიკის ამგვარი გამოფენა და ხაზგასმა საზოგადოებას უბიძგებდა სქესისა და გენდერის ახლიდან გააზრებისკენ.

Jeff Koons. New Shelton Wet/Dry Doubledecker. 1981 | MoMA

Jeff Koons (b. 1955)
ჯეფ კუნსი – “The New”

ჯეფ კუნსზე საუბრისას მაშინვე მისი გენიალური „ბუშტის“ ქანდაკებები გვახსენდება. მისი „ბუშტის ძაღლი“ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. „ყოველთვის მომწონდა ბუშტის გასაბერი ცხოველები, იმიტომ , რომ ისინი ჩვენ გვგვანან. ადამიანებიც ბუშტები არიან – ჩასუნთქვასთან ერთად იბერები და ოპტიმიზმს განიცდი, ამოსუნთქვისას კი იფუშები, რაც სიკვდილის სიმბოლოა,“ – განაცხადა ხელოვანმა „ბუშტის ძაღლების“ შესახებ.

კუნსმა პირველი „ბუშტის ძაღლი“ 1994 წელს შექმნა, მაგრამ ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ მომავალში კუნსმა შექმნა მისი მომცრო, შეგროვებადი ვარიანტები და „ბუშტის“ გედები, კურდღლები, მანქანები და ვენერებიც კი.

Jeff Koons on Twitter: "“Balloon Dog (Red)” installed at “Icons: Worship and Adoration” until March 1, 2020. The sculpture has a mythic and ritualistic quality. “Balloon Dog (Red)” (1994-2000) @Kunsthalle_HB © Jeff

Jeff Koons Goes After Gallery's 'Balloon Dog' Bookends - The New York Times

Jeff Koons Inspired Balloon Dog - Voguenest

Jeff Koons' $58.4M Orange Balloon Dog and 10 Other Cool Balloon Pieces | TIME.com

2013 წელს მისი სამმეტრიანი ნარინჯისფერი „ბუშტის“ ძაღლი რეკორდულ ფასად, $58,4 მილიონად გაიყიდა. ცოცხალი ხელოვანის მიერ შესრულებული ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრის რეკორდი კუნსმა კიდევ ერთხელ დაამყარა 2019 წელს, როცა მისი 1986 წელს შექმნილი უჟანგავი ფოლადის სკულპტურა „კურდღელი“ $91,1 მილიონად გაიყიდა.

FEATURED ARTIST: JEFF KOONS | ITSLIQUID

FEATURED ARTIST: JEFF KOONS | ITSLIQUID
ჯეფ კუნსის ნარინჯისფერი “ბუშტის ძაღლი”

Stop Hating Jeff Koons - The New York Times

Jeff Koons breaks records as bunny sculpture sells for $91 million | The National
ჯეფ კუნსის “კურდღელი”

ჯეფ კუნსის სახელს უამრავი ცნობილი ინსტალაცია მიეწერება, რომელთაც ხელოვნების ისტორიას საკუთარი წარუშლელი კვალი დაამჩნიეს. მის შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს პოპკულტურა, მაგალითად, აღსანიშნავია მისი ნამუშევრების სერიები „Popeye“ და „Hulk Elvis“. ამ სერიების ფარგლებში კუნსმა შექმნა ნახატები და ქანდაკებები ცნობილი მულტფილმის, „Popeye”-ს ინსპირაციით. რაც შეეხება პოპულარული კომიქსის გმირ ჰალკს, კუნსი ამ პერსონაჟს დასავლეთ და აღმოსავლეთ სამყაროების დამაკავშირებლად და ტესტოსტერონის ნამდვილ ვიზუალიზაციად მიიჩნევდა. ჰალკისა და მუსიკალური გენიის, ელვის პრესლის შთაგონებითა და გაერთიანებით კუნსმა 2004-2014 წლებში შექმნა სამგანზომილებიანი, ბრინჯაოსა და ხისგან დამზადებული ფიგურები და ზეთის ნახატები.

Jeff Koons exhibition at Gagosian Hong Kong | ITSLIQUID

Jeff Koons: Hulk Elvis, Hong Kong, November 6–December 20, 2014 | Gagosian

Green and Mean: Meet 'Hulk Elvis' as Jeff Koons comes to Hong Kong | Coconuts Hong Kong

Jeff Koons. Hulk Elvis | Wall Street International Magazine
“Hulk Elvis” – ჯეფ კუნსი

კუნსის უამრავი კოლაბორაციიდან აღსანიშნავია მის მიერ კომპანია „BWM”-სთვის შექმნილი მანქანის დიზაინი. მისი უნიკალური, ფერადი და სისწრაფის ასოციაციების აღმძვრელი დიზაინი 2010 წელს სარბოლ მანქანას, E92 BMW M3-ს. მოდელი საზოგადოებას 2010 წლის 2 ივნისს წარუდგინეს პარიზში, პომპიდუს ცენტრში.

The Jeff Koons-designed BMW Art Car on a race track
E92 BMW M3

ჯეფ კუნსის შემოქმედება მუდმივი კამათის საგანია ხელოვნებით დაინტერესებულთა წრეებში. მის შემოქმედებას ხშირად უწოდებენ დაუმსახურებლად პოპულარულსა და ბანალურს, თუმცა ფაქტია, რომ კუნსის ექსტრავაგანტული შედევრები არასდროსაა მოსაწყენი და ზედმეტი – ამას ისიც მოწმობს, რომ კუნსი მსოფლიოში ყველაზე ‘ძვირადღირებული’ ხელოვანია.

რემონტის შეცდომები – ნია კუტალაძის გამოცდილება

ჰარვარდის უნივერსიტეტი არქიტექტურის უფასო ონლაინ კურსს გვთავაზობს