Rei 164 ვალენსიაში, ესპანეთში განხორციელებული კერძო სახლის პროექტია, რომელიც 98 კვადრატულ მეტრს მოიცავს. DG Estudio-ს წარმომადგენლების თქმით, პოექტის დანიშნულება იყო ფუნქციური, თავისუფალი და ნათელი სივრცის შექმნა, რომელიც მოერგებოდა ვალენსიის მეთევზეთა უბნის ესთეტიკასა და ისტორიას.
სახლის სიმაღლე განსხვავდება სხვადასხვა სივრცეში მათი ფუნქციებისა და მნიშვნელობის მიხედვით, ამიტომ შენობაში გადაადგილებისას სულ სხვადასხვა ჭერის სიმაღლეს ვაწყდებით და მუდამ გაოცებულები ვრჩებით. სახლის ცენტრალურ ნაწილში სიმაღლე მაქსიმუმს აღწევს და 5 მეტრს შეადგენს, ვინაიდან ეს ტერიტორია ოჯახის წევრების მთავარ თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.
ამ სივრციდან თავისუფალი დაგეგმარების საშუალებით შესაძლებელია სამზარეულოსა და სასადილო ოთახებში გასვლა. მთელს ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებით ორი მასალის გავლენა იგრძნობა – ხისა და წითელი ტონის მქონე კერამიკის, რაც სიმაღლეების განსხვავებას კიდევ უფრო გამოკვეთს და სივრცეს ესთეტიკურობას ანიჭებს.
ფოტოგრაფი: Mariela Apollonio