არქიტექტურული სტუდია TOUCH Architect-ის მიერ შესრულებული ამ სახლის ფართობი 340 კვადრატული მეტრია, თუმცა მისი ზომა საკმაოდ რთულად დასაგეგმი იყო შენობის მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე. კვადრატული ფორმის იატაკის გეგმის მისაღებად ეს ნაგებობა კუბის ფორმის სივრცეს დააშენეს.
სახლში სამი საძინებელი, სამზარეულო, სასადილო ოთახი და საოჯახო ოთახია განთავსებული. სახლის მფლობელს სამი შვილი ჰყავს, ამიტომ არქიტექტორების ერთ-ერთი მიზანი ისეთი საგარეო სივრცის მოწყობა იყო, სადაც ბავშვებს თავისუფლად შეეძლებოდათ გართობა და ბუნების შემეცნება, რომელიც პრაქტიკულიც იქნებოდა და უსაფრთხოც. ამისთვის მათ პირველ სართულზე სივრცე გაათავისუფლეს და მთავარ შესასვლელთან მომხიბლავი ტერასა შექმნეს. სწორედ ტერასას უკავშირდება სახლის სხვა ნაწილები მინის კარის საშუალებით.
ყოველ ინტერიერში მნიშვნელოვანია სათავსოების გათვალისწინება. Stack-cube House-ის კიბის ქვეშ ჩაშენებულია კარადები, რომელთა საშუალებითაც ოჯახის კუთვნილი ნივთები დიდ ადგილს აღარ იკავებს და თვალშიც არ გვხვდება მარტივად.
ინტერიერსა და ექსტერიერში უხვადაა გამოყენებული მინა, როგორც სივრცეების გამყოფი მასალა. ასევე გვხვდება ორნამენტული ალუმინის გისოსები და გადამუშავებული ხის პანელები გარე აივანზე, ჭერზე, მთავარ შემოსასვლელ კარსა და კიბეზე.
ფოტოგრაფი: Chalermwat Wongchompoo