in

მონსტერა – ყველაზე ტრენდული მცენარე ინტერიერში. რა უნდა ვიცოდეთ მისი მოვლის შესახებ?

ინტერიერის დიზაინში მცენარეებს ყველასთვის განსაკუთრებული და ძვირფასი ადგილი უჭირავთ. მათი საშუალებით სახლი ბუნებასთან კავშირს ამყარებს და მასში მშვიდი, ჯანსაღი ატმოსფერო ისადგურებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარე მონსტერაა, რომელსაც ბოლო დროს ბევრ ინტერიერის დიზაინში ვხვდებით. მონსტერას მოვლის პირობებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო ინფორმაციაზე homeis.ge-ს Plant Lovers Tbilisi ესაუბრა:

“მონსტერა Plant Lovers Tbilisi-ში ყველაზე ადვილად მოსავლელი მცენარეების სიაში გვყავს, რადგან ინტერიერის თითქმის ყოველ კუთხეში თვითონ მცენარე იძლევა განვითარებისა და გაზრდის საშუალებას. მას, რა თქმა უნდა, მოსწონს მაღალი ტენიანობა – 40-75%-მდე, თუმცა იმდენად ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, რომ დაბალი ტენიანობასაც მშვენივრად ართმევს თავს.

Monstera, Air So Pure. | Monstera deliciosa in 2019 | Pinterest Monstera, Air So Pure. | Monstera deliciosa in 2019… | Big house plants, Big indoor plants, Plants

საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ მწვანე მონსტერა დელიციოზას თუ ბორსიგიანას მოეწონება თუ სახლის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს განათავსებთ. მისთვის პირდაპირი მზის სხივები ყოვლად დაუშვებელი და საზიანოა, რადგან ბუნებრივ პირობებში მონსტერა იზრდება ხის ძირში, სადაც ძირითადად არ ხვდება პირდაპირი მზის სხივები, გაფანტული სინათლე კი ავტომატურად მცენარის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.

May be an image of indoor

May be an image of living room

მონსტერასთვის აუცილებელია შესაბამისი ნიადაგი, კარგი სადრენაჟო სისტემითა და სხვადასხვა სუბსტრატის ნაზავით, რადგან ფესვებისთვის ჟანგბადის მიწოდება აუცილებელია, ჯანსაღი ფესვები კი მცენარის გაზრდაში მთავარ როლს თამაშობს.

NOAStudio-ს პროექტი წყნეთში

რაც შეეხება მორწყვას, მონსტერას უყვარს წყლის  ზომიერად მიწოდება. იგი ადვილად ეგუება ნიადაგის გამოშრობას, შესაბამისად, ზუსტად ამ დროს იწყებს მცენარე ახალი ფოთლების გამოშვებას, ხოლო მუდმივი მორწყვის შედეგად, ფესვი უფრო ვითარდება, ვიდრე მცენარის ზედატანი. თუმცა, ზედმეტი წყლის დასხმაც არ არის საშიში, თუ ქოთანში წყლის გადინება ადვილად ხდება.

როგორც მონსტერას, ასევე ყველა ინტერიერის მცენარეს სჭირდება შესაბამისი სასუქი, რადგან ნიადაგში არსებული მაკრო-მიკრო ელემენტები გააქტიურდეს. სასურველია რკინის შემცველი სასუქის ან უნივერსალური დიდფოთლოვანი მცენარეების სასუქის გამოყენება. წარმოიდგინეთ, რომ მცენარე ექსტერიერიდან ინტერიერში მოვათავსეთ და ვეუბნებით, რომ უნდა გაიზარდოს. მცირე ზომის ქოთანში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნიადაგი, ცოტა წყალი და სინათლე საკმარისი არ არის, ამიტომაც ვიყენებთ რეკომენდირებულ სასუქებს ინტერიერის მცენარეებისთვის.

ნინო ნოზაძის პროექტი წყნეთში

აქვე გეტყვით, რომ სულ უფრო მეტად და მეტად ტრენდული და მოთხოვნადი ხდება ჭრელი მონსტერა, რომელსაც ფოტოსინთეზის ნელი ტემპი ახასიათებს. მას ქლოროფილის დაბალი რაოდენობა აქვს, შესაბამისად, სჭირდება რაც შეიძლება მაღალი განათება (გაფანტული სინათლე), არაპირდაპირი მზის სხივები. გაითვალისწინეთ, რომ ჭრელი მონსტერა ნიადაგის გაშრობის შემდეგ უნდა მოირწყას, რადგან მისთვის ბუნებრივია სეზონის ცვლილება და კარგად იტანს დიდი რაოდენობით მორწყვას, მაგრამ შემდეგ ნიადაგი კარგად უნდა გამოშრეს.

How To Find a Variegated Monstera — HOUSE PLANT PLANT CLUB

ჭრელი მონსტერას ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი მეტი უნდა იყოს, ვიდრე სხვა ინტერიერის მცენარეებისთვის არის საჭირო. საჭირო მჟავიანობის მისაღწევად გამოიყენება შესაბამისი სასუქი. მისი ტენიანობა 50-75 % მდე მერყეობს.

Variegated Monstera Albo Plant - White Collection - Monstera Mania

Monstera Deliciosa in 2021 | Plant decor indoor, Big indoor plants, House plants decor

მისი გადარგვისას გაითვალისწინეთ, რომ ნიადაგის დიდი რაოდენობა ჯობს გაჯერებული იყოს ქოქოსის სუბსტრატით, ქოთანს კი კარგი სადრენაჟო სისტემა უნდა ჰქონდეს, რადგან ეს საციცხლოდ აუცილებელია მცენარის ფესვებისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად. მონსტერას ქოთანი ფესვების ან ძველი ქოთნის ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს.

ზამთრის პერიოდში მონსტერას გასახარებლად ფიტო ნათურა და დამატენიანებელი ერთადერთი გამოსავალია ინტერიერში, სადაც გათბობაა ჩართული.

Pinterest:Candyrizos #plantas | Indoor tropical plants, Hanging plants indoor, House plants decor

და ბოლოს, სხვადასხვა გარემოში ყველა მცენარე ინდივიდუალურად ვითარდება. შესაბამისად, უნდა დააკვირდეთ თქვენს მცენარეს, თუ სად მოსწონს, სად იზრდება, სად იწყენს ან რატომ, ხშირად ესაუბრეთ, გაუწმინდეთ და დაუნამეთ ფოთლები, შეუქმენით მისთვის ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებული გარემო და შესაბამისი ზრდის ტემპით, უზარმაზარი ფოთლებით და განსაკუთრებული სილამაზით მონსტერა თავს ნამდვილ ჯუნგლებში გაგრძნობინებთ.”

რამხელა შეიძლება იყოს მინიმალური ზომის ტუალეტი – Homeis.ge-ს რემონტის გიდი

Rei 164 House – DG Estudio-ს პროექტი ვალენსიაში