in

10 გამორჩეული მინიმალისტური ინტერიერი

Banner M2
Banner M2

როდესაც არქიტექტორები ინტერიერის დიზაინს ეხებიან, ისინი უპირატესობას მინიმალისტურ სტილს ანიჭებენ. ასეთ ინტერიერებში მასალა და სივრცის ფორმა უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს წარმოადგენენ.

სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ინტერიერს, რომელიც მინიმალისტური დიზაინის ნათელი მაგალითია.

Footscray Apartment by BoardGrove Architects

ავსტრალიური სტუდიის BoardGrove-ის მიერ მელბურნში დაპროექტებული ბინა გალერეას გავს. განსაკუთრებით სამზარეულო – სადაც ავეჯი და სხვადასხვა ინვენტარი ხელოვნების ობიექტებს ემსგავსება.

მათ შექმნეს სამი ძირითადი სტრუქტურა: მყარი მასალისგან, კორეანისგან, დამზადებული სკამი, დიდი მეტალის კარი და თაღოვანი კედლის ჭრილი, სადაც გაზქურა იმალება.

Apartment in Akasaka by FrontOfficeTokyo

FrontOfficeTokyo-მ გამოიყენა მინიმალისტური სტილი იმისათვის, რომ პატარა ბინა, რომლის ზომა 50 კვადრატული მეტრია, უფრო ფართო  და სივრცული გამხდარიყო.

დიზაინერებმა თითქმის ყველა კედელი მრავალფუნქციური ყუთისმაგვარი სათავსოებით შეცვალეს, ხოლო  სივრცეში რამდენიმე მოძრავი ტიხარი დაამონტაჟეს.

Tel Aviv penthouse by Toledano Architects

თითქოს გადაკეცილი, ჭერში დამონტაჟებული ფოლადის კიბე, თელ ავივში მდებარე მინიმალისტური  ბინის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივმა სტუდიამ, Toledano Architects-მა, გაარემონტა. რადგან კიბე ჭერიდან არის ჩამოკიდებული, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი საერთოდ არ ეხება პირველ სართულის იატაკს და ჰაერში დაკიდულის ილუზიას ქმნის.

Xchange Apartment by TANK

ოქროს ორნამენტები ამშვენებს  კიოტოში დებარე უბრალო ბინას, რომელიც არქიტექტურის სტუდია TANK-მა დააპროექტა. ეს ტექნიკა გამოიყენეს ბეტონის იატაკის ბზარების შესავსებად, რაც ძველ იაპონურ ჭურჭლის შეკეთების მეთოდს ემყარება.

Apartment NANA by Rar Studio

ლისაბონის სახლში ავეჯის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მე -19 საუკუნით დათარიღებული ლურჯი ფერის კერამიკული ფილები ხელუხლებელი დარჩა, რაც თანამედროვე ინვენტართან საინტერესო კონტრასტს ქმნის. სახლის აბაზანაში გამოყენებულია ატმისფერი და ნაცრისფერი მარმარილო, რაც გარდა ესთეტიური თვისებებისა, ფუნქციურად და სტრუქტურულად ეხმარება სივრცეს.

Espace Panet by Anne Sophie Goneau

კანადელმა დიზაინერმა ანა სოფი გონომ მონრეალში მდებარე ბინის შიგნით ყველანაირი დატვირთვის კედელი მოხსნა და ისინი ხის კოჭებით შეცვალა, რამაც სახლი უზარმაზარ ღია გეგმად გადააქცია. სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი მასალებით, მათ შორის სამზარეულოში ნაპოვნი აგურის კედლით, ოთახებს შორის ვიზუალური საზღვრები იქმნება.

Maida Vale Apartment by MWA

ლონდონში მდებარე სახლის დიზაინი მხოლოდ მასალის სპეციფიკითაა განსაზღვრული. სპილენძის ნიჟარა და თეთრი ონკანი ნათელი მაგალითია დიზაინერების ხედვისა, რომელიც არა უჩვეულო ფორმებითა და ფაქტურებით, არამედ მასალის თავისებურებით ქმნიან საინტერესო ინტერიერს.

Home 10 by i29

ამ კლასიკური პარიზის ბინისთვის, ჰოლანდიურმა სტუდიამ i 29  თხელი, უჟანგავი ფოლადის კუნძული შექმნა, სადაც ჩამალულია ნიჟარა და ღუმელი. შავი ფერის სამზარეულოს კუნძული ისე გამოიყურება, თითქოს მეტალის ერთი ნაწილისგან გადაკეცილი სამი ზედაპირია, ხოლო მისი ფეხები, რომელიც მალავს გაყვანილობასა და მილებს, ოდნავ დახრილია.

 

Taipei Apartment by Tai & Architectural Design

ტაივანის სტუდიის Tai & Architectural Design-ის მიერ შექმნილი გასაქირავებელი ბინა, ავტორების თქმით,  „რაც შეიძლება მინიმალისტურია“. მიზეზი გახლავთ ის, რომ მფლობელს ადვილად  შეეძლოს  სახლის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება, მას შემდეგ რაც ძველი მაცხოვრებლები გადავლენ.

Corsega-Apartment by Raúl Sánchez

Raúl Sánchez-ს მიერ ბარსელონას ბინაში ნაცრისფერი ბეტონითა და მარმარილოთი შექმნილი ინტერიერი, სადაც მილსადენები თვალისთვის ხილვადია, მინიმალისტური დიზაინის საინტერესო ვარიანტია. 110 კვადრატულიანი ფართობის განაწილების მიზნით, სანჩესმა და მისმა სტუდიამ RAS Arquitectura გამოიყენეს დახრილი კედლები, რომლებიც ხელს უწყობენ ღია გეგმაში საინტერესო კუთხეების გაჩენას.

“Kennedy Nolan”-ის საინტერესო ბალანსი ძველსა და ახალს შორის

სახლი განსხვავებული ფასადებით