in

Cassina – რევოლუციონერი ბრენდი ავანგარდული დიზაინის ისტორიაში

იტალიური ავეჯის მაღალი სტანდარტების, ხარისხისა და სასურველობის შესახებ, ალბათ, ყველას გვსმენია, თუმცა ბევრი არ ვიცით ამ წარმოდგენების პოპულარიზაციაში უდიდესი დამსახურების მქონე ბრენდების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Cassina, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან მოყოლებული ახდენს რევოლუციებს დიზაინის სამყაროში.

扶手椅 637 Utrecht Armchair Gerrit Thomas Rietveld | Cassina
Utrecht – Cassina-ს ლეგენდარული სავარძლის დიზაინი

Cassina 1927 წელს, მილანთან ახლოს, პატარა ქალაქ მედაში დააარსეს 18 წლის ანტრეპრენერმა, ცეზარე კასინამ და მისმა ძმამ, უმბერტომ. თავიდან კომპანია ადგილობრივ ბაზარს იყო მორგებული და ოჯახის წევრების მიერ დამზადებული ხის მაგიდები მედაში იყიდებოდა, თუმცა ცეზარე კასინას გამაოგნებელი არტისტული ხედვისა და მარკეტინგული ამბიციის წყალობით, Cassina-მ წარმოება გააფართოვა და საზოგადოებას უამრავი საკულტო ავეჯი შესთავაზა.

Designers | Adele-C | Iconic design collections
ცეზარე კასინა

Cassina დიზაინერული სამყაროსთვის იშვიათ მიდგომას იყენებს – ბრენდი ახალგაზრდა, გამოუცდელ დიზაინერებს აძლევს თავიანთი წამოსახვისა და ფანტაზიის უნარის რეალიზების საშუალებას. ცეზარე კასინა ხშირად აფინანსებდა ახალგაზდა დიზაინერებს, მაგალითად გაეტანო პეშეს, და სანაცვლოდ არაფერს სთხოვდა. მათ ავალებდა, რომ ეს ფული კვლევებსა და თვალსაწიერის გაფართოებაში დაეხარჯათ, თუმცა შემდეგ ეს ხელოვანები თავიანთი უცხო, უნიკალური იდეებით Cassina-ს აკითხავდნენ. პეშეს  პოლიურეთანის სავარძლების იდეა სწორედ ცეზარე კასინამ აქცია რეალობად და საკუთარ ბრენდს კიდევ უფრო გაუთქვა სახელი.

Poltrona 357 Feltri Gaetano Pesce | Cassina

 

Poltrona Feltri di Gaetano Pesce a prezzo scontato

Pair of Feltri Armchairs by Gaetano Pesce for Cassina - Vintage Design Point
გაეტანო პეშეს დიზაინით შექმნილი ავეჯი Cassina-სთვის

მეორე მსოფლიო ომს 1950-იან წლების იტალიაში ეკონომიკური აყვავების ხანა მოჰყვა. ამ პერიოდში ქვეყანაში პროდუქციის სერიულად წარმოება დაიწყო. Cassina-მ დრო იხელთა და პოტენციური მყიდველის ფსიქოლოგიისა და ბაზრის შესწავლას შეუდგა. ისინი იკვლევდნენ იმ ცხოვრების ტემპებს, წესებსა და საჭიროებებს, რომლებიც ომის შემდეგ დადგა ევროპაში და შედეგმაც არ დააყოვნა – Cassina არამხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად კომპანიად იქცა.

Black Red and Blue chair by Gerrit T. Rietveld
გერიტ რიტველდის დიზაინი Cassina-სთვის
Cassina – LC Le Corbusier Collection: did you know that? - Gerosa Design
ლე კორბუზიეს მიერ Cassina-სთვის შექმნილი სავარძლის დიზაინები
LC4 chaise longue by Le Corbusier, Pierre Jeanneret and Charlotte Perriand
LC4 chaise longue – ლე კორბუზიეს, პიერ ჟანერესა და შარლოტ პერიანის დიზაინი Cassina-სთვის

Cassina-ს კოლექციებიდან აღსანიშნავია ისეთ ლეგენდარულ, გენიოსებად აღიარებულ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობით შექმნილი ავეჯი, როგორებიც იყვნენ ლე კორბუზიე, გერიტ რიტველდი, ფრენკ ლოიდ რაითი, ჩარლზ რენი მაკინტოში, ჯიო პონტი და ა.შ.

ბრენდი სანათების ფართო ასორტიმენტსაც გვთავაზობს, რომლებსაც განათების დიზაინერები უდიდესი ზრუნვითა და ყველა ტიპის ინტერიერის შესწავლის საფუძველზე ქმნიან.

646 Leggera chair by Gio Ponti
646 Leggera – ჯიო პონტის სკამის დიზაინი Cassina-სთვის

დღეს Cassina-ს პროდუქცია კვლავ მედაში იწარმოება, ტრადიციების პატივისცემითა და თანამედროვე გამოწვევების მიხედვით. აქ შექმნილი თითოეული ავეჯი იმ მიზნით იქმნება, რომ მფლობელს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუძლოს და ერთგულად შესძინოს მის ინტერიერს მშვენიერება და დახვეწილობა. ბრენდის პროდუქცია სერიულად, ინდუსტრიულად იწარმოება, თუმცა თითოეულ ნაკეთობას ოსტატების ჯგუფი ამოწმებს და მის ყოველ მცირე დეტალს აკვირდება, რათა ბრენდის ხარისხის მაჩვენებელი კვლავ უმაღლეს წერტილში დარჩეს.

Soft Props sofa by Konstantin Grcic

Cotone chair by Ronan & Erwan Bouroullec
Cotone chair – რონან და ერვან ბურულეკების დიზაინი Cassina-სთვის

 

Cassina Unveils Outdoor Furniture Collection
Cassina-ს ეზოს ავეჯი

Cassina-ს პროდუქციის შეძენა საქართველოში შოურუმ Opera Design-შია შესაძლებელი.

თავლის რენოვაციით მიღებული თანამედროვე ინტერიერი – სამანტა ტოდჰანტერის პროექტი

4 მაღაზია თბილისში, სადაც ავეჯის ფურნიტურას შეიძენთ