კომპანია DOMUS-მა თბილისში, ჭავაჭავაძის #31-ში ახალი პროექტის – “დომუსის ხეების” – მშენებლობა დაიწყო. “დომუსის ხეების” არქიტექტურულ პროექტს კომპანია “დეფანი” წარმოადგენს.
როგორც DOMUS-ის წამომადგენლები ამბობენ, პროექტის არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების – ხეების კომპოზიცია, პლასტიკა და ტექსტურა იქცა.
ხეთა ჯგუფების მსგავსი – სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისაგან შემდგარი არქიტექტურული კომპოზიციის შექმნა სწორედ ამ ლანდშაფტმა და ნარგავებმა განაპირობა.
ეს კონცეფცია კიდევ უფრო გამძაფრებულია შენობის თითოეულ სართულზე არსებული ბაღების, ორანჟერეების და მწვანე ნარგავების სიმრავლით.
შენობის ექსტერიერის თემატიკა ლეიტმოტივად მიჰყვება აგრეთვე შენობის ინტერიერსაც, სადაც დიზაინში ხის ვერტიკალური ელემენტები და ბუნებრივი ტექსტურები ჭარბობს.
თითოეულ სართულზე, ლიფტის ჰოლში ან კორიდორში მოხვედრისას ექსტერიერის მწვანე კონცეფცია მუდმივი თანამგზავრია და დიდი ვიტრაჟების საშუალებით ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს.
“დომუსის ხეებზე” მუშაობა სრულად 2023 წელს დასრულდება. კომპლექსის ბინების კვადრატული მეტრის ფასი $2200-2500-ს შორის მერყეობს.