ქართული კერამიკული სახელოსნო Ceramic Room აქტიურად ფუნქციონირებს პანდემიის პერიოდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად. თუმცა, ამ პერიოდის მანძილზე მათი მაღაზია მხოლოდ დისტანციურად ემსახურებოდა მომხმარებელს.
5 აპრილიდან კი სახელოსნოს პროდუქციის შეძენა კვლავ მაღაზიაში, ვასილ ბარნოვის #30-ში იქნება შესაძლებელია. Ceramic Room Shop-ში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ინტერიერისა და ექსტერიერის კერამიკული ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც არავის ტოვებს გულგრილს.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკური სივრცისგან აღებული საყოველთაო პაუზის მიუხედავად, Ceramic Room-მა მოახერხა უნიკალური საავტორო პროექტის განხორციელება – ქართული ორნამენტებისგან დამზადებული ხელნაკეთი ფილებით მოპირკეთდა სამხატვრო აკადემიისკენ მიმავალი კიბე, რომელიც რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს. კიბეს ჯამში 70 საფეხური აქვს, რომლის გაფორმებას 2000-ზე მეტი ფილა დასჭირდა, რომელთაგან თითოეული 10 სანტიმეტრის ზომის, ერთმანეთისგან განსხვავებული და ინდივიდუალურია.