სუფთა ჰაერზე დასვენება დღევანდელი პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია. გასაშლელი მარკიზა, ტენტი ან პერგოლა მწველი სხივებისგან ან წვიმისგან დაგიცავთ და ხედების თვალიერების სიამოვნებასაც გაგიხანგრძლივებთ. დღეს წარმოგიდგენთ გადახურვის სისტემების ვარიანტებს, რომლებიც აგარაკისთვის, აივნისა და ბაღისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
პერგოლა
პერგოლა წარმოადგენს ღია სივრცეების საჩრდილობელ მდგრად კონსტრუქციას, გადახურვისა და კონსტრუქციის სხვადასხვა სახით.
მარკიზა
მარკიზები ფანჯრების, კარების, ტერასებისა და ვერანდების თავზე თავისუფალი კონსტრუქციის სახით დგება. მარკიზების გასაშლელი ტელესკოპური ძელები მჩატე შენადნობებისგან, ხოლო ტენტები – ტეფლონით გაჟღენთილი მკვრივი აკრილის ნაჭრისგან მზადდება.
კასეტური მარკიზა
ყველაზე მოხერხებულად და პრაქტიკულად კასეტური მარკიზები მიიჩნევა, რომელიც კედელზე მაგრდება და იკეცება. კონსტრუქციის საფუძველი კასეტური ყუთი და მიმმართველი მკლავებია. ძლიერი წვიმის ან ქარის დროს მექანიზმის მეშვეობით შესაძლებელია ტენტის ყუთში ჩაკეცვა. ელექტრო ძრავით აღჭურვილი მარკიზები დისტანციურადაც იმართება. ხარისხიან ვარიანტებს ნაჭერი აკრილის საფუძველზე აქვს დამზადებული და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მაღალი კოეფიციენტი ახასიათებს.
არქიტექტურული გადაჭიმული ტენტი
მსუბუქი კონსტრუქცია მტკიცე ნაჭრისგან რამდენიმე წერტილში მაგრდება: სახლის კედელზე და დამოუკიდებელ საყრდენებზე. ჩამოკიდეულ სისტემას ფოლადის ჩარჩო არ გააჩნია და ფორმას ბუნებრივი დაჭიმულობის ხარჯზე ინარჩუნებს. მსუბუქი, ორფეროვანი დაჭიმული გეომეტრიული ფორმები სახლს ტერასას უჩრდილავს. გადაჯვარედინებულ ტენტებს შორის ღიობი წყალამრიდის ფუნქციას ასრულებს.
მარკიზა – მცირე გადახურვა აივნის თავზე
მარკიზა აივანზე მხოლოდ ამინდისგან დაცვა არაა, ის საკმაოდ მომხიბვლელი დეკორიცაა. არსებობს მოდელები როგორც მექანიკური, ასევე დისტანციური მართვით. აივნის მარკიზის დამზადება რეკომენდირებულია მტკიცე და ადვილად რეცხვადი მასალისგან – პოლივინიქლორიდის ნაჭრისგან, ვინაიდან ის აივანზე მთელი წელი კიდია. არსებობს სენსორიანი მარკიზები, რომლებიც ამინდზე რეაგირებს. ძლიერი ქარის დროს ავტომატურად იკეცება და ამინდის გაუმჯობესების შემდეგ კვლავ იშლება.
ვერტიკალური მარკიზა-ტიხარი
კასეტურმა მარკიზამ შესაძლებელია შეასრულოს არამხოლოდ სახურავის, არამედ დროებითი კედელი-ტიხარის ფუნქციაც. ის სახლის ფასადზე ვერტიკალურად მაგრდება. მტკიცე ნაჭრიანი ლაკონური პანელი ტერასაზე პრივატულ ატმოსფეროს ქმნის.
მარკიზა-კარავი
ნაჭრის სახურავი ფოლადის პერგოლაზე – კლასიკური ჟანრია. ასეთი კონსტრუქცია შეიძლება როგორც ბაღში, ასევე სახლის შესასვლელთან არსებულ ტერასაზე დაიდგას.
მარკიზა აუზთან
ორმხირვი მარკიზა ორ საყრდენზე – საკმაოდ მსუბუქი და მობილური კონსტრუქციაა. ზოგიერთი მოდელი მექანიკურად იკეცება.
პერგოლა + მარკიზა აუზთან
მინიმალისტური პერგოლა საყრდენებზე აუზთან მომხიბვლელ ლაუნჯ-ზონას ქმნის. მწველი სხივებისგან, ღია ცის ქვეშ მოწყობილ მოსასვენებელ ზონას, დასაკეცი ტენტი იცავს. პერგოლა+მარკიზა კონსტრუქციაში შესაძლებელია წყალამრიდი ჩამონტაჟდეს. ასევე შესაძლებელია მისი „ჭკვიანი სახლის“ სისტემაში ჩართვაც. ჩარჩოს, არქიტექტურული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ალუმინისგან ან ხისგან ამზადებენ.
ერთ საყრდენიანი დასაკეცი მარკიზა
ერთ საყრდენიანი მოხდენილი მარკიზა აუზთან მოსასვენებელს ჩრდილავს. დახრის კუთხე კონსტრუქციის მდგრადობას უწყობს ხელს. კასეტური ყუთი მარკიზას კომპაქტურობასა და დაკეცვის სიმარტივეს უზრუნველყოფს.