in

Z House – ლორა ზინკის პროექტი არგენტინაში

Alliance Group
Alliance Group

ეს დასასვენებელი სახლი, რომლის პროექტსაც Z House ეწოდება, ბუენოს აირესის პროვინციაში, ქალაქ სან მიგელ დელ მონტეში მდებარეობს და 190 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სახლის ინტერიერი ბუნებაშია ინტეგრირებული და მასთან უწყვეტი კავშირი აქვს, რასაც პროექტის ჯვრისებური ფორმა განაპირობებს – შენობას არ აქვს წინა ან უკანა მხარე, მისი გვერდები ერთმანეთის ტოლია. ჯვრის ფორმის წყალობით სახლის პერიმეტრი გაზრდილია და მისი ინტერიერის ყოველი ნაწილი ლანდშაფტში „უერთდება“.

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

სახლის შიდა სივრცე შიდა ტერასის ირგვლივ არსებულ ოთხ ბლოკადაა დაყოფილი. ჯვრის ფორმის შენობის ჩრდილოეთი ნაწილში სახლის „საჯარო“ ოთახებია განთავსებული – გალერეა, სასტუმრო და სასადილო ოთახები, სამზარეულო და სასადილო ტერასა, სამხრეთ ნაწილი კი შედარებით იზოლირებულია, ვინაიდან აქ ოჯახის წევრების საძინებელი ოთახები გვხვდება.

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

Z House-ს ძირითადად შაბათ-კვირას იყენებენ მისი მფლობელები, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები. ვინაიდან სივრცეს ძირითადად გასართობად და განსატვირთად იყენებენ, პროექტის ავტორის, არქიტექტორი ლორა ზინკის მიერ შემუშავებული პროექტის საშუალებით მთელი სივრცის გაერთიანება მარტივადაა შესაძლებელი. სამზარეულო სასტუმრო ოთახთანაა გაერთიანებული და ფართო გარე ტერასასაც უკავშირდება, რაც ხელსაყრელია ხალხმრავალი შეკრებების დროს.

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

Z House / Laura Zink,© Javier Agustín Rojas

Z House / Laura Zink,Site plan

Z House / Laura Zink,Plan

Z House / Laura Zink,Sections

Z House / Laura Zink,Elevations

Z House / Laura Zink,Axonometric

ფოტოგრაფი: Javier Agustín Rojas

როგორ დავგეგმოთ პატარა ბინის დიზაინი – მარიამ ძამაშვილის გიდი

სახლები რომლებსაც ლეგენდარული ჯანი ვერსაჩე ფლობდა