in

ელექტროობის გეგმარების მთავარი პრინციპები – რუსუდან თუმანიშვილის გიდი

ინტერიერის დიზაინზე მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ელექტროობის დაგეგმვაა. წინასწარ შედგენილი ელექტროობის სქემით თავი ისეთ ყოველდღიურ პრობლემებს შეიძლება ავარიდოთ, როგორიცაა დენცქვიტის საჭირო ადგილზე არარსებობა, ერტმანეთში გადახლართული, გრძელი კაბელები და ა.შ. ელექტროობის სწორი დაგეგმარების მნიშვნელობასა და პროცესზე homeis.ge ინტერიერის დიზაინერს, რუსა თუმანიშვილს ესაუბრა.

რა მნიშვნელობა აქვს ელექტროობის დაგეგმვას? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საქმეში პროფესიონალი იყოს ჩართული?

“ტექნიკური თვალსაზრისით, ელექტრო გაყვანილობის სქემის არსებობა აუცილებელია პროექტის შესრულების პროცესში. თუ დიზაინერი ავეჯს აგეგმარებს, აუცილებლად უნდა შექმნას ავეჯის განლაგების შესაბამისი, თანხვედრი განათების  სქემა, რათა ის პროექტის მიხედვით შესრულდეს და განაწილდეს. წინასწარ გათვლილი განათების სქემა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მომავალში უამრავი კაბელი არ გვექნება საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში, არ გვექნება გაუთვლელი წერტილები, რომლებსაც ვერაფერში ვიყენებთ და პირიქით, იმ წერტილების დანაკლისი, რომლებიც სტანდარტულად აუცილებელია გარკვეული ფუნქციური ზონებისთვის.

Paragaudi - Projects - Ingo Maurer GmbH | Light installation, Light sculpture, Cool lighting
ინგო მაურერის სანათ “ოქროს ლენტი”, 1997

განათების მთელ ოთახში გადასანაწილებლად სასურველია ბევრი ლოკალური სანათის არსებობა. ფართის დაპროექტებისას ძირითად შეცდომას ადამიანები სწორედ მაშინ უშვებენ, როდესაც დიზაინერის გარეშე აგეგმარებენ ელექტროობას. მაგალითად, თუ ოთახში გამოვიყენებთ 1 ან 2 ჭაღს, მივიღებთ გადანათებულ 1 ან 2 წერტილს და დანარჩენი სივრცე დარჩება ნაკლებად ნათელი. ასევე, თვალში მოსახვედრი შეცდომების დიდი წილი მოდის სასადილო მაგიდიდან ზედმეტად მაღლა შეკიდულ ჭაღზე – ლოკალური სანათი სასადილო მაგიდასთან ახლოს უნდა იყოს. სასურველია, ლოკალურად განათდეს ყველა სივრცე თუ ნიშა და შემდეგ, დიზაინერის ხედვისამებრ, გაჩნდეს დეკორატიული სანათები. ასევე, სწორად უნდა დავითვალოთ და დავაკვირდეთ იმას, თუ რა ფუნქციური ზონაა ის სივრცე, რომლის ელექტროობასაც ვაგეგმარებთ, რა ტიპის განათება გვჭირდება, რამდენი ლოკალური სივრცეა გასანათებელი, რადგან დიდი სხვაობაა, მაგალითად, სასადილო მაგიდისა და სამუშაო სივრცისთვის შესაფერის განათებებს შორის.

Living room lighting ideas | Habitat

Best Living Room Lighting Ideas for Your Home | Zameen Blog

ამის გარდა, გავრცელებული შეცდომების უმრავლესობა თავს იჩენს თბილ და ცივ განათებას შორის არჩევანის გაკეთებისას. ვიზუალურად როგორი მოსაწონიც არ უნდა იყოს ვინმესთვის ცივი ნათება, დაუშვებელია სამუშაო სივრცეში მასზე მუშაობა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ასევე სველ წერტილებსა თუ გარე სივრცეებში რომელი სანათი შეიძლება დამონტაჟდეს. ბრენდული  სანათებიდან ყველას აქვს წარწერა შეფუთვაზე, რომელსაც IP (ingress protection) ეწოდება. მას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია ყიდვისას. არასწორი IP-ის მაჩვენებლის მქონე ნათურის გამოყენება წარმოადგენს საშიშროებას წყლის წვეთებთან ან მტვრის ნაწილაკებთან უშუალო შეხებისას.

Louis Poulsen Artichoke Brass Pendant Light by Poul Henningsen - Chaplins
ლუი პულსენის სანათი “Artichoke Pendant Light’

მოგვიყევით ელექტროობის დაგეგმვის პროცესის შესახებ, რას ითვალისწინებს ამ დროს პროფესიონალი?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია არსებული სტანდარტების დაცვა, იმის გათვალისწინება, თუ რომელ ზონას რა ტიპის განათება ესაჭიროება, რამდენი ლუქსი, ლუმენი გვჭირდება კონკრეტული სივრცისთვის. ელექტროობის დაგეგმვის შემდეგი ეტაპია პირადად დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინება დეკორატიული თვალსაზრისით, იმის გაგება, თუ დამატებით რა აქცენტების გაკეთება სურს რომელიმე კონკრეტულ სივრცესა თუ ნიშაზე.

შესაფერისი განათება დიდ როლს თამაშობს ნებისმიერ სივრცეში. გეგმარებისას მნიშვნელოვანია განლაგების, სანათების რაოდენობისა და მათი ტიპის გათვალისწინება. ზედმეტი ან ნაკლები განათება ინტერიერში შეცდომაა.

65 Gorgeous Kitchen Lighting Ideas - Modern Light Fixtures

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია პროფესიონალისა და შემდეგ დამკვეთის სწორად ინფორმირებულობა ნათების ტემპერატურის შესახებ (Kelvin). მაგალითისთვის, 6000 Kelvin სანათიის არსებობა დაუშვებელია საძინებელში. ხშირად შემხვედრია ასეთი სანათი ბავშვების საძინებელში და ყოველთვის ყველას ვურჩევ მის შეცვლას. მაღალი kelvin-ი ხელს უშლის „ძილის ჰორმონის“ გამომუშავებას, შესაბამისად ხანგრძლივ ვადაში მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ სტანდარტის ცოდნა ცხადია არ ევალება ყველა მოსახლეს, ექიმს, ეკონომისტს და ა.შ., მაგრამ როდესაც პროფესიონალი შესაფერის განათებას არჩევს,  მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოს სანათის არა მარტო ესთეტიური მხარე, არამედ მისი ტექნიკური მახასიათებლები. ამ შემთხვევაში იდეალური იყო ძველი ვარვარას ნათურები, რომლებიც მხოლოდ 2700 კელვინის ტემპერატურის მქონეა, თუმცა არაეკონომიური მოხმარების გარდა, ის ხშირად იწვება. დღეს საუკეთესო ვარიანტია LED განათება, იგივე დიოდი (LED იშიფრება, როგორც light emitting diode), რომელსაც დაახლოებით 10-ჯერ მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, ვიდრე ვარვარას ნათურას ან ჰალოგენურ სანათს და ამ ორისგან განსხვავებით გვხდება სხვადასხვა ტემპერატურით. LED სანათის სიმძლავრეს მხოლოდ ვატებით ვერ განვსაზღვრავთ, რადგან შეიძლება მას შეფუთვაზე 6 ვატი ეწეროს და  მოიხმარდეს 6 ვატს, მაგრამ შესაძლოა გამოსცემდეს, შედარებისთვის, ვარვარას ნათურის 50 ვატის ანალოგიურ ნათებას. მნიშვნელოვანია ამ დროს ვიცოდეთ სინათლის ნაკადი, იგივე ლუმენი და მისი გადანაწილება ზედაპირზე, რომელიც იზომება ლუქსებში.

ინგო მაურერის სანათი წინანდლის “რადისონში”

საცხოვრებელი სახლისთვის სანათების იდეალური ტემპერატურაა 2700K -3000K. მისაღებისა და საძინებელი ოთახის მთავარი ფუნქცია დასვენება და განტვირთვაა. აქ უმეტეს დროს ვატარებთ საღამოს ან სამუშო დღის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს რომ ხელოვნური განათების გამოყენება გვიწევს. ამიტომ მნიშვნელოვანია თბილი და მყუდრო სინათლე. ამ სივრცისთვის ზედგამოჭრილია 2700 კელვინის ტემპერატურის სანათები. მშვიდი გარემოს ოდნავ გაცხადებისთვის 3000 კელვინი იდეალურია. სინათლის ეს დონეც საცხოვრებელი სახლისთვისაა, მაგრამ იმ ოთახებისთვის, სადაც ყოველდღიურ მოქმედებებს ვასრულებთ, როგორიცაა აბაზანა და სამზარეულო. ნივთების რეალური ფერების აღსაქმელად და ვიზუალიზაციისთვის საჭიროა ნაკლებად თბილი განათება.

Ingo Maurer | 조명기구, 샹들리에, 인테리어

გარეკანის ფოტო: ბილი ბილიხოძე

შემოსასვლელის დაპროექტებისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

ბინა ვაკის პარკთან – უმშვენიერესი კონდიტერის ინტერიერი