in

Giorgetti – იტალიური ტრადიციის ხელოვნება ინტერიერში

1898 წელს, იტალიაში, ბრიანზას რეგიონის ქალაქ მედაში ლუიჯი ჯორჯეტიმ თავისი მოკრძალებული სადურგლო მაღაზია გახსნა, სადაც მილანელი არისტოკრატების სახლებისთვის ხის ნივთებს ამზადებდა. 1920-იანი წლებისთვის მაღაზია გაფართოვდა, ბევრი მომხმარებელი გამოუჩნდა და ჯორჯეტიმ ახალი მიზანი დაისახა – საკუთარი პროდუქციის ამერიკის შეერთებულ შტატებში გატანა.

Swing - Chairs and small armchairs - Giorgetti

Giorgetti Store - Designer's Week - Interni Magazine

მალევე კომპანიის დახვეწილი ავეჯი და უნიკალური ტექნიკა ამერიკაშიც მოთხოვნადი გახდა და დაიწყო მისი მასობრივი, სერიული წარმოება. 1970-იანებში კომპანიამ თავისი პირველი კოლექცია წარუდგინა საზოგადოებას, რომელშიც აღსანიშნავი იყო საკულტო სკამები „Gallery“ და „Gazebo“. ამ ორი სკამის ზედაპირი ისეთი საოცარი ტექნიკით იყო დამუშავებული, რომ უკანა მხარეს ბამბუკის მსგავსი ეფექტი იქმნებოდა. ამ ავეჯის თავბრუდამხვევმა წარმატებამ და პოპულარობამ განაპირობა დამუშავების ამ კონკრეტული ტექნიკის დამკვიდრება და ტრადიციად ქცევა, რომელიც დღესაც გამოიყენება.

Set of 2 Giorgetti armchairs from 'Gallery' collection | #116725

 

Gallery Collection Armchairs from Giorgetti, 1975s, Set of 2 for sale at Pamono
Giorgetti-ს სკამი “Gallery”

სწორედ ეს უნიკალური ავეჯის დამზადების ტექნიკა გახდა Giorgetti-ს ხელწერა. ავეჯს შევხედავთ თუ არა, მაშინვე მივხვდებით, არის თუ არა ის Giorgetti-ს ოსტატების მიერ დამზადებული.

Giorgetti-ს კოლექცია Millenium Villa

Giorgetti-ს პროდუქციას ყველა მფლობელის ცხოვრებაში შეაქვს უნიკალური შტრიხი, ელეგანტურობა, შეუდარებელი სტილი, რომელსაც სხვა ვერცერთი ბრენდის კატალოგში ვერ ვნახავთ. მათი ავეჯი ნებისმიერი ტიპის ინტერიერს შეიძლება მოერგოს, ვინაიდან თითოეული ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც ვიზუალურად, ასევე თემატურადაც – შეუძლებელია, რომ თქვენთვის შესაფერისი ესთეტიკის ნაწარმი Giorgetti-ს შოურუმში ვერ იპოვოთ. მათი მომხიბვლელობისა და გლობალურობის წყალობით ბრენდის პროდუქცია დღეს მსოფლიოს 85 ქვეყანაში იყიდება.

Giorgetti-ს ავეჯით გაწყობილი ვილა შანხაიში

თუმცა Giorgetti-ს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც კომპანიის პრეზიდენტმა, კარლო ჯორჯეტიმ, ლუიჯი ჯორჯეტის შვილიშვილმა, მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებთან დაიწყო კოლაბორაცია. მათ შორის იყვნენ მასიმო სკოლარი, ლეონ კრიერი და ჩი ვინგ ლიო, რომელთა მიერ შექმნილმა პროდუქციამ Giorgetti პრემიუმ ბრენდად აქცია და მისი სახელი ინტერიერის დიზაინის სამყაროში სამუდამოდ აღბეჭდა. სწორედ კარლო ჯორჯეტის ეკუთვნოდა კომპანიის მიერ ატელიეს კონცეფციის გადმოღება – Giorgetti-ს პროდუქციით გაიწყო ბინები და სხვადასხვა სივრცეები, რომლებიც შოურუმებად იქცა და ბრენდის პროდუქციას საუცხოოდ ასახავდა სხვადასხვა ტიპის ინტერიერებში.

Progetti Blossom Armchair Giorgetti - Milia Shop

Progetti Large Wing Chair Giorgetti - Milia Shop
Giorgetti-ს სკამი “Gazebo”

2015 წელს კომპანიას სათავეში ჯოვანი დელ ვეკიო ჩაუდგა, რომელმაც Giorgetti-ს უამრავი ინოვაცია წარუდგინა და მისი ასპარეზიც გააფართოვა. Giorgetti-ს ატელიეებმა მოიცვა მილანი, მუმბაი და სხვა დიდი ქალაქები, ბრენდმა პირველად შექმნა სამზარეულოს ავეჯი და 2016 წელს პუბლიკას ‘GK.01’ კოლექცია წარუდგინა, რომელიც საოცრად დახვეწილია და ბრენდის რეპუტაციას ზედმიწევნით ამართლებს.

GK.01 - Kitchens - Giorgetti

Giorgetti renovates the Milanese Atelier - Giorgetti

GIORGETTI CONTEMPORARY LIVING AT IMM 2018 - Giorgetti
Giorgetti-ს სამზარეულოს კოლექციები

Giorgetti-ის პროდუქციის შეძენა საქართველოში SAPHARELI-ის შოურუმშია შესაძლებელი.

ID Vision-ში მაგიდის სააღდგომო აქსესუარები გამოჩნდა

ინტერიერის დიზაინის შემსწავლელი კურსები საქართველოში