ფოტო: behance.com
თუ სამზარეულოს რემონტს გეგმავთ, იატაკის მოპირკეთების ტენდეციებით აუცილებლად დაინტერესდებოდით. სტატიაში გაგიზიარებთ 2020 წლის ყველაზე მოდურ და ამასთანავე მოსავლელად პრაქტიკულ ნიმუშებს.
ხაზგასასმელია, რომ კლასიკური დიზაინი, კვადრატის ფორმის ფილები ყოველთვის წარმატებული არჩევანია, ასე რომ თუ მზად ხართ თქვენი სამზარეულოს დიზაინით ფეხი აუწყოთ ტენდენციებს, ბოლომდე ჩაიკითხეთ სტატია.
ხის იატაკი
ამ წლის მთავარ აქცენტს სამზარეულოს იატაკის ხით მოპირკეთება წარმოადგენს. ბუნებრივ მასალებს და განსაკუთრებით კი ხეს, სითბო და დადებითი მუხტი შემოაქვს ინტერიერში. ხის იატაკი უპრეტენზიოა და ნებისმიერი სტილის ავეჯსა თუ სხვადასხვა ფერის კედლებს შეგიძლიათ შეუფეროთ.
ფოტო: helsingo.com
ფოტო: loveproperty.com
ფოტო: harperhouse.com
ნახატებიანი ფილები
მინიმალისტურ სამზარეულოში აქცენტი შეგიძლიათ იატაკზე გააკეთოთ. ამის მარტივად მისაღწევად კი ჭრელი, ნახატებიანი ფილები აირჩიეთ. უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, გიზიარებთ რამდენიმე ნიმუშს:
ფოტო: wayfair.com
ფოტო: journaldelamaison.fr
ფოტო: planete-deco.fr
ფოტო: domino.com
ფოტო: casavogue.globo.com
ფოტო: archdaily.com
ფოტო: maisoncreative.com
ექვსკუთხედები
კერამიკული ფილების ფორმებიდან ამ წლის დომინანტი ექვსკუთხედებია. ამ მხრივ, არჩევანიც საკმაოდ დიდია – ზომები, ფერები, განლაგება და ა.შ.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, გადაავლეთ თვალი ქვემოთ მოყვანილ მაგალითებს:
ფოტო: ambientetile.com
ფოტო: homedepot.com
ფოტო: shelterness.com
ფოტო: loveproperty.com