in

Mishel House – Zozaya Arquitectos-ის მომხიბვლელი პროექტი მექსიკაში

Alliance Group
Alliance Group

Mishel House მექსიკაში, ზიჰუანატეხოს გორაკზე მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, რაც სახლს წყნარი ოკეანის ულამაზესი ხედით ანებივრებს. სახლი სამსართულიანია და ამ სართულების განლაგება იდეალურად ეხამება ნიადაგის ბუნებრივ ტოპოგრაფიას – არქიტექტორები მაქსიმალურად შეეცადნენ შენობის ფასადი ბუნებას შეხამებოდა.

Mishel House-ში შესვლისას შუა სართულზე აღმოვჩნებით, სადაც ძირითადი საცხოვრებელი სივრცეებია განლაგებული. ქვედა სართულზე, საიდანაც კიბეების მეშვეობით შეიძლება ჩასვლა, ძირითადად საძინებელი ოთახებია მოთავსებული, ვინაიდან ეს ადგილი იზოლირებული და ჩუმია, ხოლო ზედა, მესამე სართულზე სტუდია გვხვდება.

სახლის სასტუმრო და სასადილო ოთახები ისეა დაგეგმარებული, რომ ამ სივრცეებიდან წყნარი ოკეანის იდილიური პეიზაჟი მოჩანს. ეს ტერიტორია უკავშირდება გარე ტერასას და საერთო ჯამში, განგრძობით კონცეფციას ქმნის. სურვილის შემთხვევაში, სახლის მფლობელებს შეუძლიათ მინის გასაცურებელი კარით ტერასისა და ინტერიერის გამიჯვნა ისე, რომ ვიზუალური ღიაობისა და თავისუფლების შეგრძნება არ დაიკარგოს.

შენობის ასაგებად გამოყენებულია ტრადიციული სამშენებლო მასალები, როგორებიცაა პალმის ხე, ქვა, აგური, უხეშად დამუშავებული ბეტონი და ისეთი შედარებით თანამედროვე მასალა, როგორიცაა ფოლადის ბოძები. მასალების კონტექსტური გადანაწილების საშუალებით სახლი სრულიადაა შერწყმული მექსიკის ბუნებას და გარემოში დისბალანსი არ შეაქვს.

ფოტოგრაფი: César Belio

იდეა, როგორც კოსმოსი და “გადარჩენის არქიტექტურა” – ინტერვიუ ზურაბ საფარელთან

ლე კორბუზიე – არქიტექტორი მარადიული იდეებით