in

სად შევიძინოთ სააღდგომო დეკორაციები – 2022 წლის გიდი

აღდგომის დღესასწაული წელიწადის ის პერიოდია, რომელსაც ალბათ ყველა განსაკუთრებულად ელის. ეს რელიგიური მოვლენა ბევრი ადამიანისთვის ხშირად ხდება ინსპირაცია, საკუთარი სახლის ინტერიერი ორიგინალურად გააფორმოს და კიდევ უფრო სასიამოვნო დატვირთვა შესძინოს მას.

სწორედ ამიტომ, წინასააღდგომო პერიოდი ბევრისთვის ამ დღესასწაულის შესაბამისი დეკორაციების ძიებასთან ასოცირდება. გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში გაგიზიაროთ ის ადგილები თბილისში, სადაც სააღდგომო დეკორაციების შეძენაა შესაძლებელი.

White Studio

“White Studio-მ” წელსაც განსაკუთრებულად იზრუნა სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე და სააღდგომო დეკორაციების ძალიან ფერადი არჩევანი შემოგვთავაზა. აქ შეხვდებით დეკორატიული კვერცხების, ლარნაკების, ლანგრების, საპასკეებისა და სხვა ტიპის ჭურჭლის საუცხოო ვარიანტებს სრულიად მრავალფეროვანი და უნიკალური გაფორმებით.

Villeroy & Boch

არც “ვილეროი & ბოხი” ღალატობს ტრადიციას და სააღდგომოდ მომხმარებლებს კვლავაც ანებივრებს თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით. აქ ტრადიციულად შეხვდებით უმაღლესი ხარისხის ფაიფურის დეკორაციებსა და ჭურჭელს.

Wedgwood Showroom

“ვეჯვუდ შოურუმი” ფაიფურის ხელნაკეთი დეკორაციების საუცხოო ნიმუშებს გვთავაზობს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ინტერიერისთვის გამორჩეული ხარისხისა და ვიზუალის დეკორს ეძებთ, ეს ვარიანტი აუცილებლად უნდა განიხილოთ.

ლაბორატორია ჩემი სახლი

“ლაბორატორია ჩემი სახლის” სააღდგომო დეკორაციებს ძირითადად კერამიკული ნივთები და ორიგინალური დიზაინის მქონე სახლის დეკორი წარმოადგენს. ასე რომ, თუკი გამორჩეულ თემატურ აქსესუარებს ეძებთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ მაღაზიასაც.

კირკე კერამიკა

“კირკე კერამიკა” ამ სააღდგომოდ დეკორატიული ფიგურების უმშვენიერეს კოლექციას წარმოგვიდგენს. კერამიკული სტუდია წელს სააღდგომო თემატიკის ბაჭიებისა და კვერცხების ზღაპრულ ნამუშევრებს გვთავაზობს.

HOME/ჰოუმი

არჩევანის მრავალფეროვნებით გამოირჩევა “ჰოუმიც”, რომელიც უამრავი ტიპის სააღდგომო დეკორაციას გვთავაზობს. აქ შეხვდებით: ორიარუსიან ლანგრებს, თეფშებს, კერამიკის დეკორაციებს, სააღდგომო კვერცხების სათავსოებს, კალათებსა და ა.შ

ფანჯარა

“ფანჯარაში” თქვენ შეხვდებით გერმანიიდან და ჰოლანდიიდან მიღებულ სააღდგომო დეკორაციებს, რომლებიც მაღალი ხარისხითა და ესთეტიკური ვიზუალით გამოირჩევა.

Coincasa Georgia

სააღდგომო თემატიკის ულამაზეს კოლექციას გვთავაზობს მაღაზია Coincasa, სადაც სახლის დეკორის მრავალფეროვანი არჩევანი გვხვდება. აქ შეხვდებით სამზარეულოს აქსესუარებს, ჭურჭელს, აბაზანის ნივთებს, საძინებლის დეკორსა და ავეჯსაც კი.

Kitchen and Living by Gastronome

Kitchen and Living by Gastronome სულ რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა თბილისში და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ იპოვით როგორც სამზარეულოს ყველა ტიპის აქსესუარს, ასევე სააღდგომო სუფრისთვის საჭირო ნივთებს (უკეთესი) სერვირებისთვის.

“The Quest” – Ström Architects-ის ნამუშევარი დიდ ბრიტანეთში

კერამიკის ახალი სიცოცხლე საქართველოში 30 წლიანი სტაგნაციის შემდგომ – White Studio-ს ისტორია