in

ტური ჯეისონ სტეტჰემის მალიბუს სახლში

Banner M2
Banner M2

ინგლისელი მსახიობის, ჯეისონ სტეტჰემის გადაწყვეტილება მალიბუში გადმოცხოვრების შესახებ ყველასთვის ძალიან იმპულსური და მოულოდნელი იყო. 2009 წელს მსახიობი თავის მეგობართან, სწორედ მალიბუში იყო სტუმრად და როგორც თვითონ იხსენებს, ამ პერიოდმა მასზე წარუშლელი გავლენა იქონია. სტეტჰემის თქმით, დიდ ბრიტანეთში ხალხი პლაჟზე ხშირად არ დადის, ვინაიდან უხეში ამინდი და სანაპიროები ამის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ ლოს-ანჯელესური ცხოვრების წესმა და ბუნებასთან საცხოვრებლის ინტეგრირების იდეამ მას სამომავლო გეგმებზე ხელი ააღებინა და საკუთარი მალიბუს სახლის ყიდვის გადაწყვეტილება მიაღებინა.

სახლი პირდაპირ წყნარი ოკეანის სანაპიროზეა გაშენებული. მაშინ, როცა ის სტეტჰემმა შეიძინა, შენობას ეტყობოდა, რომ აქ ხალხს ნაცხოვრები ჰქონდა – ინტერიერზე საგრძნობი კვალი ჰქონდა დამჩნეული ოკეანის მარილიან წყალს და წინა პატრონების სერფინგით გატაცებას. მსახიობმა შესყიდვისთანავე დაიწყო მისი რენოვაცია და სახლს დაუმატა ისეთი არქიტექტურული ელემენტები, როგორიცაა დიდი ფანჯრები, აგურის ბუხარი და დამრეცი სახურავი, რომელიც საცხოვრებელს შუადღის მწველი მზისგან იცავს.

This image may contain Furniture Chair Indoors Room Dining Room Table Dining Table Tabletop and Wood

This image may contain Furniture Living Room Room Indoors Interior Design Table Housing Building and Coffee Table

This image may contain Housing Building Indoors Wood Penthouse and Hardwood

ექსტერიერში შესამჩნევია ძველებური შავი კედრის ელემენტები და ბრინჯაოს მოპირკეთება, ვინაიდან სტეტჰემის დიდი სურვილი იყო სახლის თავდაპირველი იერსახის დეტალების შენარჩუნება. 370 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობის ინტერიერზე მსახიობმა თავად იმუშავა. „დიზაინერები საკუთარი გემოვნების მიხედვით აწყობენ სივრცეებს და შემდეგ შენ მათი არჩევნის მიხედვით გიწევს ცხოვრება“, – ამბობს მსახიობი.

This image may contain Furniture Indoors Room Interior Design and Kitchen

სტეტჰემი სკანდინავიური, კერძოდ კი დანიური ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის თაყვანისმცემელია, ამიტომ მის მალიბუს სახლში ამ სტილის ბევრ დეტალს შეხვდებით. „არ მინდოდა ისეთ ადგილას ცხოვრება, რომელიც ძალიან ძვირადღირებული ან ზემდმეტად პრეტენზიული იქნებოდა, ამიტომ ჩემს სახლში ყველაფერს ძველებური, შინაურული იერი აქვს და ერთ ფერთა პალიტრაშია გადაწყვეტილი“ – ამბობს სტეტჰემი. მსახიობმა ავეჯი და განათება Denmark 50-ში შეიძინა, რომლის მფლობელს, უეინ მარმორსტაინს (Wayne Marmorstein) დაუმეგობრდა. „პროექტის განხორციელებისას უეინი სასიცოცხლო დახმარებას მიწევდა, ყველა ნივთს მასთან ვყიდულობდი. მისგან დიდი ცოდნა მივიღე“, – თქვა მსახიობმა. საერთო ჯამში სკანდინავიურმა ესთეტიკამ მისი მთელი სახლის ატმოსფერო განსაზღვრა. სწორედ მარმორსტაინმა გააცნო სტეტჰემს დანიელი კერამიკოსის, აქსელ სალტოს (Axel Salto) შემოქმედება, რომლის ნამუშევრებს ამ მალიბუს სახლში ბევრგან შეხვდებით.

This image may contain Furniture Chair Tabletop Table Door Dining Table and Wood

This image may contain Room Living Room Indoors Flooring Wood Furniture Floor Hardwood Electronics and Monitor

სახლში ავეჯისა და პირადი მოხმარების ნივთების განლაგებისას სტეტჰემი ცდილობდა, რომ სივრცეები პრაქტიკული ყოფილიყო და არა დაძაბული, გადატვირთული. მისთვის კომფორტი უმთავრესია. სასტუმრო ოთახში დიდ, მომხიბვლელ დივანს ვხედავთ, რომელიც მსახიობის საყვარელი ადგილია მთელს სახლში  –  მისი თქმით, სანაპიროდან ამოსვლის შემდეგ აქ მოკალათება და დასვენება, ბუნების ფერთა სპექტრითა და განწყობით ტკბობა შეუძლია. აქ არსებულ ბუხართან თაროებზე განლაგებული წიგნები სახლს მყუდრო იერსახეს ანიჭებს.

This image may contain Rug Indoors and Window

ცნობილი ადამიანების სახლებში ხშირად ვხვდებით ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებსაც დამკვეთებს ძირითადად ინტერიერის დიზაინერები ურჩევენ სახლების საერთო ატმოსფეროსა და ესთეტიკის გათვალისწინებით. სტეტჰემს ამ დაუწერელი კანონის დარღვევა სურდა – მისი აზრით ნაჩქარევად შეძენილი შედევრები უბრალო დეკორაციების ფუნქციას ასრულებენ და სენტიმენტალურ ღირებულებას კარგავენ, ამიტომ სახლის გასაფორმებლად მსახიობმა კედლებზე თავის მიერ გადაღებული ფოტოები გამოფინა. ტექის ხის მერქნისგან დამზადებული თაროების გვერდით ასევე ვხედავთ რიჩარდ მისრახის, ჰიუ ჰოლანდის და ლეროი გრანისის ფოტოპორტრეტებს, რომლებიც სახლის ინტერიერს სრულად უნიკალურს ხდის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სახლის თითოეული დეტალი, იქნება ეს ავეჯი, წიგნები, ფერები თუ ფოტოები, სტეტჰემს საკუთარი ხელითა და გემოვნებით აქვს არჩეული.

This image may contain Interior Design Indoors Wood Flooring Furniture Couch Hardwood Living Room Room and Table

 

ფოტოგრაფი: Sam Frost

Casa Etérea – სარკის ჯადოსნური სახლი მექსიკაში

რა უნდა ვიცოდეთ “ფანკოილის” შესახებ