ბევრი თანამედროვე ადამიანისთვის სიმბოლური სამზარეულო სავსებით მისაღებია (ნიშებში, შემოსასვლელებში). საუბარია აქტიური ცხოვრების წესის მიმდევარ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი მეგობრებისა და სტუმრებისთვის მეტი ადგილის მოწყობა უფრო აინტერესებთ. ასევე ეს შეიძლება იყვნენ საქმიანი ადამიანები, რომლებიც ქალაქის ცენტრში მომცრო სტუდიას ყიდულობენ, სადაც ხანდახან რჩებიან ხოლმე, ცხოვრებისთვის კი ქალაქგარე სახლს იყენებენ. სტუდენტები, რომლებისთვისაც ერთოთახიანი და სტუდიოს ტიპის ბინები სასტარტო საცხოვრებელია. და ბოლოს, ინვესტორები, რომლებიც რემონტს გასაქირავებლად აკეთებენ, ამიტომაც იაფ ვარიანტებს ეძებენ. იმისათვის რომ, ასეთი კომპაქტური სამზარეულო ფუნქციურიც იყოს და მოხერხებულიც, მისი გონივრული დაგეგმარებაა საჭირო.
ადგილის შერჩევა
ერთოთახიან ბინებსა და სტუდიოებში კომპაქტ-სამზარეულოებს საერთო ზონის პრინციპით “სამზარეულო-სასადილო-სასტუმრო” აკეთებენ. გამოდის ერთიანი სივრცე, რომელიც განსაკუთრებით მოხერხებულია ბავშვებიანი ოჯახებისთვის. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვი იქვე თამაშობს და მზადების პროცესში მისთვის ყურადღების მიქცევა მარტივადაა შესაძლებელი.
ალტერნატიული ვარიანტია, გეგმარებითი გადაწყვეტილებების მეშვეობით, საერთო სივრციდან სამზარეულოს ნაწილის გატანა: მაგალითად, დამოუკიდებელი ნიშის გაკეთება ტიხრის ან სვეტის, ასევე შუშის ტიხრების მეშვეობით. შესაძლებელია სამზარეულოს შემოსასვლელში განთავსებაც.
თუ გეგმარება დიზაინერის გარეშე მიმდინარეობს, სამზარეულოს გადატანა არაა რეკომენდირებული. შესაძლებელია მის კომპაქტურობაზე არსებული გეგმარების პირობებში ზრუნვა. დიზაინერი პროექტის მომზადების დროს მთლიან დოკუმენტაციას სწავლობს და ამის საფუძველზე გებულობს, როგორი გადაწყვეტილებებია კონკრეტული ბინისთვის მისაღები და რომელი არა.
არასტანდარტული გეგმარების დროს ფარ-ხმალი არ დაყაროთ
ისტორიულ, საბჭოთა მრავალსართულიან და სხვა არასტანდარტული დაგეგმარების შენობებში რთულია მინიმალისტური სამზარეულოს ინტეგრირება. სველი წერტილების გადატანა, რომლებსაც სამზარეულოც მიეკუთვნება, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა შეიძლება სამზარეულოსთვის დამატებითი სივრცეები მოიძებნოს და ნიშაში ან შემოსასვლელში განთავსდეს. ძველ, საბჭოთა დროინდელ სახლებში სამზაეულოს ოთახთან გაერთიანებაა შესაძლებელი, შედეგად მივიღებთ დიდ სასტუმრო ან სასაუზმო ოთახს საკვების მოსამზადებელი სივრცით. ძველ პანელურ სახლებშიც კი, სადაც სამზარეულოს ფართობი 9 კვადრატს არ აღემატება, შესაძლებელია სასტუმრო ზონის მოწყობა სამზარეულოს ნიშაში მოთავსებით.
თითოეული დეტალის გათვლა
იმისთვის, რომ კომპაქტური სამზარეულო მოხერხებული გამოვიდეს, აუცილებელია ყველა ნივთის ზუსტი ჩამონათვალი შედგეს და დეტალურად დაიგეგმოს თითოეულის ადგილი. გადასათვლელია არსებული ან საყიდელი ჭურჭლის რაოდენობა, განსასაზღვრია სად განთავსდება კოვზები და სად ჭიქები. პატარა სამზარეულოში ყველაფერი კარადებში უნდა ეწყოს, რათა ვიზუალურად მეტი სივრცე გამოჩდეს.
პირველი და ყველაზე მნშვნელოვანი მომენტი სამზარეულოს გარემოს მინიმალისტური მოწყობაა. ამიტომ თავიდანვე გადაწყვიტეთ რაზეა შესაძლებელი უარის თქმა: მაგალითად საჭიროა თუ არა დიდი ყავის მანქანა, საჭიროა თუ არა დიდი კარადა საოჯახო ფაიფურისთვის და ა.შ.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპაქტურად ჩაშენება
სრულფასოვან სამზარეულოზე უარის თქმა ნიშნავს, რომ მასპინძლები ყოველდღიურად არ ამზადებენ და დიდი ოჯახისთვის საშუალო გაზქურა სავსებით საკმარისია, ასევე არაა აუცილებელი დიდი მაცივარი. სამზარეულოს ტექნიკის ყველა სახეობისთვის შესაძლებელია კომპაქტური ანალოგების მოძებნა, რომლებიც ფუნქციურობით თითქმის იგივეა. ტორტის გამოცხობის სურვილს კომპაქტური ღუმელიც კი შესანიშნავად დაგვიკმაყოფილებს.
შესაძლებელია ორკამფორიანი მოსამზადებელი პანელის შეძენა და სურვილისამებრ მისი სამზარეულოს მოძრავ მაგიდაში ჩაშენება. თუ სამზარეულოს დიდი დატვირთვა არ აქვს, მულტიფუნქციური გამაცხელებლის გამოყენებაა შესაძლებელი. ასევე შეიძლება უარი ვთქვათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე. საკვების მომზადების დაბალი ინტენსივობის შემთხვევაში დასვრილი ჭურჭელიც ნაკლებია, შესაბამისად, მათი დარეცხვა ხელითაც მარტივია. მაცივარიც კომპაქტური (80-82 სანტიმეტრი) და ჩასაშენებელია ასარჩევი, მას ერთი კარი აქვს და მშვენივრად თავსდება სამზარეულო მაგიდის ქვეშ.
მინიმალიზმის პრინციპების დაცვა
სივრცის სიმცირის მიხედვით, დიზაინის გამარტივებისკენ უნდა ვიმოძრაოთ. წვრილი გეომეტრიული ორნამენტებიანი “ფართუკის” კაფელიც კი სივრცეს დაამძიმებს. ნიშაში ან შემოსასვლელში მოწყობილი სამზარეულო მინიმალისტური უნდა იყოს: შეძლებისდაგვარად უარი თქვით ორნამენტებზე, ზედმეტად კაშკაშა ფერებზე. გარნიტურა თანაბარი გლუვი ზედაპირებით, საბაზისო სამზარეულოს მაგიდით (ხის, ქვის), კარადები მარტივი ფორმების და სახელურების გარეშე აირჩიეთ. უკიდურეს შემთხვევაში ინტეგრირებულ სახელურებზე შეჩერდით. ერთ ტონში არა მხოლოდ გარნიტურის, არამედ სამზარეულოს ფართუკისა და კედლების გაფორმებაცაა რეკომენდირებული. ასეთ სამზარეულოებში ღია ელფერების გამოყენება უფრო მომგებიანია.