in

როგორ მივანიჭოთ უბრალო IKEA-ს ან JYSK-ის მაგიდას ძვირფადღირებული ელფერი – DIY ინსტრუქცია

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ ვაქციოთ  სტანდარტული პლასტმასის ნაკეთობა “ძვირფასს მარმარილოს მაგიდად” უმცირესი დანახარჯებითა და ძალისხმევით.

ამისთვის დაგვჭირდება:

  • IKEA-ს ან JYSK-ის ბრენდის სტანდარტული ყავის მაგიდა;
  • ოქროსფერი საღებავი-სპრეი;
  • წებოვანი პრიალა ქაღალდი, რომელიც მარმარილოს ზედაპირს იმეორებს;
  • მაკრატელი;
  • სახაზავი;
  • ნაჭერი ან ქაღალდი იატაკის ზედაპირის დასაცავად.

1. ააწყვეთ მაგიდა

მაგიდის ზედაპირი ჯერ-ჯერობით ცალკე გადადეთ, მას ჩვენ მოგვიანებით დავუბრუნდებით.

მაგიდის ჩარჩო ზედაპირის დამცავ ნაჭერზე ან ქაღალდზე მოათავსეთ და მისი ღებვა დაიწყეთ. ამისთვის ყველაზე მოხერხებული სპრეის გამოყენებაა.

2. დააცადეთ გაშრობა

სანამ მაგიდის ჩარჩო შრება, გადმოატრიალეთ მისი ცალკე გადადებული ზედაპირი. მომავალში მას სწორედ ასეთ მდგომარეობაში, გადმოტრიალებულს დავამაგრებთ ჩარჩოზე.

3. აიღეთ წებოვანი ქაღალდი

დააკარით ის მაგიდის ზედაპირზე ფრთხილად. ეს მოქმედება ნელნელა გააკეთეთ და ქაღალდი ხელის გულით გადაასწორეთ ზედმიწევნით, რათა ჰაერის ბურთულების წარმოქმნა აიცილოთ თავიდან.

4. ზედმეტი ნარჩენები შემოაჭერით

თქვენ აუცილებლად დაგრჩებათ ზედმეტი ქაღალდი კიდეებზე. არ მოახიოთ ის, უმჯობესია მაკრატლით კოხტად შემოაჭრათ.

5. გამოიყენეთ სახაზავი

სახაზავი კიდევ ერთხელ გადაატარეთ ზედაპირზე, რომ კარგად გადაასწოროთ ის.

6. დაამაგრეთ ზედაპირი ჩარჩოზე 

ამის გაკეთებამდე დარწმუნდით, რომ ჩარჩო კარგად გაშრა. ზედაპირი გადმოტრიალებული დაამაგრეთ ისე, როგორც ეს სურათზეა მითითებული.

მზადაა!

ბინა აღმაშენებლზე – ნინო ჩხარტიშვილის პროექტი

საძირკველი, როგორც შენობის სიმტკიცის გარანტი – “ნამაის სტანდარტი”