in

4 რჩევა პატარა სამზარეულოს მოწყობისთვის

სამზარეულო ნებისმიერი სახლის “გულია”. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად იკრიბებიან და სასიამოვნოდ ატარებენ დროს. როგორც ამბობენ, სამზარეულოს ზომას  არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მასში არსებული გარემო, რომელიც ქმნის კომფორტის შეგრძნებას.

ამასთან დაკავშირებით, დღეს გვსურს გაგიზიართ რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ თქვენი პატარა სამზარეულო ლამაზ და ფუნქციურ სივრცედ აქციოთ.

რჩევა #1: შემოუშვით შუქი

გააღეთ ფანჯრები და სქელი ფარდები თხელით ან სულაც ჟალუზებით შეცვალეთ. ბუნებრივი სინათლის შუქჩრდილების წყალობით სამზარეულო გაზრდილად მოგეჩვენებათ. თუ თქვენს სამზარეულოში ფანჯრები არაა, ჭერის სანათები და ჩამოკიდებული ბრები გამოიყენეთ, ამით სხვადასხვა კომბინაციების შექმნისა და განათების რეგულირების შესაძლებლობა მოგეცემათ.

რჩევა #2: აამოქმედეთ კედლები

გამოიყენეთ კედელი სამზარეულოს სხვადასხვა აქსესუარისა თუ ნივთის ჩამოსაკიდებლად. ასე შეძლებთ, გაათავისუფლოთ უჯრებში ადგილი სხვა უფრო სასარგებლო ნივთებისთვის და სამზარეულოში უფრო მყუდრო ამტმოსფეროსაც შექმნით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თუ სამზარეულოში არაა ბევრი წვრილმანი, ადამიანის ყურადრება უფრო მეტად ავეჯზე კონცენტრირდება. ამასთან აქსესუარების მეშვეობით სამზარეულო უფრო ფუნქციური გახდება.

რჩევა#3: შეარჩიეთ სწორი ელფერები

კედლის უმეტესი ნაწილი ღია ელფერში (თეთრი, ბეჟი ან ცისფერი) შეღებეთ, რომლებიც მზის შუქს ირეკლავს და სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ერთ-ერთი კედელი კონტრასტულ ტონებში შეგიძლიათ შეასრულოთ, ამით ოთახს სიღრმეს მიცემთ. ამ როლში მშვენივრად გამოდგება დარიჩინის ან კაკაოს ელფერი, რომლებიც ნეიტრალური ფერების უმეტესობას კარგად ერწყმის.

თუ თქვენ ღებვისთვის მზად არ ხართ, უბრალოდ დეკორატიული აქცენტები დაამატეთ. მომცრო სამზარეულოში რამდენიმე ნათელი ელემენტის გამოყენებითაც მოგებული დარჩებით.

რჩევა#4: ფსონი კრეატიულ აქცენტებზე გააკეთეთ

თუ თქვენი შვილები ცარცის დაფაზე ოცნებობენ, ის სამზარეულოში დაკიდეთ. ასეთი აქსესუარი ვიწრო ოთახებში, სადაც ავეჯი მხოლოდ ერთი კედლის გასწვრივაა განთავსებული, კარგად იმუშავებს. კიდევ ერთი საინტერესო დანამატი სამზარეულოს მაგიდაში ჩამალული ჩამრთველებია. როცა ისინი არ გჭირდებათ, უბრალოდ დახურეთ ხუფი და მაგიდის მთელი სამუშაო ზედაპირი თქვენს განკარგულებაში იქნება.

რა მასალების გამოყენებაა შესაძლებელი აბაზანაში ფილის გარდა

ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი ინტერიერი ჭავჭავაძეზე – სტუდია „Due“-ს ნამუშევარი