in

5 რჩევა ენერგოეფექტური შენობის ასაგებად

Alliance Group
Alliance Group

სამშენებლო ინდუსტრია მსოფლიოს სათბურის ეფექტის დაახლოებით 40%-ზეა პასუხისმგებელი, თუმცა ეს ციფრი დღითიდღე კატასტროფული ტემპით იზრდება. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა გლობალური დათბობის, კლიმატის საყოველთაო ცვლილების ნეგატიური შედეგების შესახებ, რამაც არქიტექტურას მნშვნელოვანი მისია დააკისრა – დღის წესრიგში დადგა შენობების ენერგოეფექტურობის საკითხი. გთავაზობთ 5 რჩევას, რომლებიც ენერგოეფექტურობის შესახებ უნდა გაითვალისწინოთ:

  1. ზედმიწევნით შეისწავლეთ იმ ნაკვეთის დამახასიათებელი კლიმატი და ბუნებრივი გარემო, სადაც შენობის აგებას აპირებთ10 Things to remember while designing Energy-efficient structures - Sheet1

კლიმატისა და ნიადაგის ანალიზი ძალიან დაგეხმარებათ ენერგოეფექტური შენობის აგებაში, ვინაიდან სწორედ დეტალური ინფორმაციის ფლობით შეძლებთ ენერგიის დამზოგი დიზაინის შემუშავებას, მისთვის შესაფერისი მასალების შერჩევას, შენობაზე ზეგავლენის მომხდენი თერმული პირობების გათვალისწინებას… ადამიანის სხეული ადაპტირდება და ეგუება კლიმატს ისე, რომ გამართულად ფუნქციონირება და ენერგიის ჭკვიანურად გადანაწილება შეძლოს – სწორედ ამავეს უნდა მიაღწიოს არქიტექტურულმა ნამუშევარმა – მოერგოს კლიმატსა და იმ გარემოს, რომელშიც უნდა იარსებოს მან.

     2. თერმული კომფორტის მისაღწევად შეარჩიეთ სწორი მასალა კედლებისთვის 

10 Things to remember while designing Energy-efficient structures - Sheet2

გარემო პირობებისა და კლიმატის შესწავლის შემდეგ ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ ენერგოეფექტური შენობის მისაღებად მისი ასაგები მასალების შერჩევაა. არქიტექტურულ პროექტს ენერგია ძირითადად ტემპერატურის დარეგულირებისთვის, სითბოს შემცირებისა თუ გაზრდისთვის სჭირდება. შენობის იზოლაციით მაღალი თერმული მაჩვენებლის მქონე, შალისებრი რკინის მასალის ან ფორებიანი კედლის (ე.წ. „Cavity wall”) გამოყენებით შესაძლებელია კლიმატზე მაქსიმალურად მორგება და შენობის როგორც განიავება, ასევე გათბობა მარტივად, რაც შენობას ძალიან ენერგოეფექტულს გახდის.

        3. გამოიყენეთ ვენტილაციის პასიური ტექნიკები

10 Things to remember while designing Energy-efficient structures - Sheet3

ვენტილაციის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია პროექტირებისას, ვინაიდან მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შენობის განიავება, სუფთა ჰაერის შემოსვლა ინტერიერში. არსებობს ვენტილაციის მრავალი ტექნიკა და გზა, თუმცა მათი უმრავლესობა სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობაზეა დამოკიდებული, რომელთა გამოყენებით ენერგოეფექტურ, ეკომეგობრულ პროექტს ვერ შევქმნით. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, ვენტილაციის პასიური ტექნიკის გამოყენებას – შეისწავლეთ ქარის მიმართულებები და აქტიურობის დონე იქ, სადაც შენობის აგებას გეგმავთ და ამის გათვალისწინებით შეიმუშავეთ სამომავლო ფანჯრების რაოდენობისა და ზომის გეგმა. ფანჯრებისა თუ ღიოებების გამოყენებით შეგიძლიათ პროექტის ვენტილაცია იდეალურად უზრუნველყოთ და თავიდან აირიდოთ კონდენციონერებისა და სხვა ტექნიკის გამოყენების საჭიროება, რითიც ენერგიას აუცილებლად დაზოგავთ.

     4. შეეცადეთ გამოიყენოთ განახლებადი, აღდგენადი ენერგორესურსები

10 Things to remember while designing Energy-efficient structures - Sheet4

ელექტროობა ისეთი ენერგიაა, რომელიც შენობას გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებლად სჭირდება, ამიტომ ენერგოეფექტურობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი განახლებადი ენერგორესურსები, როგორებიცაა მზის პანელები. ფართო სახურავის მქონე სტრუქტურებისთვის ეს იდეალური გამოსავალია. ასევე შეგიძლიათ შენობა აღჭურვოთ ქარის, ბიომასისა და გეოთერმული გენერატორებით, ცხადია, გარემოსა და კლიმატური პირობების დეტალური გამოკვლევის შემდეგ.

     5. ჭკვიანურად დაგეგმეთ ლანდშაფტი

10 Things to remember while designing Energy-efficient structures - Sheet7

ლანდშაფტის არქიტექტურა მზარდი პოპულარობის მქონე დარგია, რომლის გამოყენება ენერგოეფექტურობისთვისაც შეგვიძლია. შენობის მცენარეებთან და ბუნებასთან ინტეგრირებით დიდი რაოდენობის ენერგიის დაზოგვაა შესაძლებელი – მაგალითად, ხეები ასრულებენ სიცხის ბარიერების ფუნქციას, ჩრდილავენ შენობას, მის ფანჯრებს, გადახურებისგან იცავენ ექსტერიერს. ამასთან ერთად, სახურავზე ბაღის გაშენებით შეგიძლიათ სინათლისა და სიგრილის შეტანა ინტერიერში და შესაბამისად, ენერგიის დაზოგვაც.

ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი ინტერიერი ჭავჭავაძეზე – სტუდია „Due“-ს ნამუშევარი

1925 წელს აშენებული რესტავრირებული სახლი ლოს-ანჯელესში