in ,

#სადვიცხოვრო: ლოფტი მარჯანიშვილის მოედანზე

Banner M2
Banner M2

ეს საცხოვრებელი ბინა ე.წ. სტალინური სახლის სხვენის რეკონსტრუქციის შედეგია. პროექტის ავტორებმა მასში ჭერის სიმაღლე უცვლელი დატოვეს და 4 მეტრიან სივრცეში ლოფტის ტიპის ინტერიერი შექმნეს.

ბინის საერთო ფართი 120 კვადრატული მეტრია და მასში 3 საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და 2 სველი წერტილი განთავსდა. ასაკეცი კიბით შესაძლებელია მოხვედრა  მცირე ანტრესოლზე და სახურავის კონსტრუქციებზე მოწყობილ ჰამაკში. ეს უკანასკნელი შტრიხი აღნიშნული ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ღირსება და გამორჩეული დეტალია.

პროექტში შენარჩუნებულია და ნაწილობრივ ინტერიერში გამოყენებულია ორიგინალური სახურავის ხის კონსტრუქცია. მოედნის მხარეს, სადაც პარაპეტი არ იძლეოდა ფანჯრის მოწყობის საშუალებას მოეწყო მინი ატრიუმი. ხოლო შენობის ეზოს მხარეს, სახურავის ჩაჭრის ხარჯზე, გაკეთდა ღია ტიპის ტერასა, რომელიც მოპირკეთდა ნატურალური ხის დეკით.

რაც შეეხება ინტერიერს, ის მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და მასში ხის ელემენტები, ე.წ. შიშველი აგურის კედლები და ვინტაჟური ავეჯი და აქსესუარები ფიგურირებს. ბინაში უხვად გვხვდება ბუნებრივი განათება, რაც ღია ფერებისა და სამხრეთით მდებარე დიდი ფანჯრის ხარჯზე იქნა მიღწეული.

პროექტის ავტორი: ტატო მირგატია

ფოტოები: სანდრო დავითაშვილი, დიმა კობახიძე

აღნიშნული ბინის ქირაობა შესაძლებელია airbnb პლათფორმის საშუალებით.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

 

 

“ჰარმოსფერო” – სახლის დეკორის ახალი ქართული სტარტაპი

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი ნიდერლანდებში