in

კუბის ფორმის სახლი ბუენოს აირესში

კუბის ფორმის სახლის კონცეფცია დაფუძნებულია ცხოვრების ახალი სტილის ძიებაზე, რომელიც განსხვავდება ურბანული ცხოვრებისგან და მდინარის მიმდებარე ლანდშაფტთან მჭიდრო შეხებაშია.  ამ ექსპერიმენტის შექმნას რამდენიმე ინსტრუმენტი დაეხმარა: სივრცე, რესურსების სიმწირე, მოქნილობა მასალებში, განათების სწორი მართვა და აბსტრაქციის სინთეზი.

სახლი, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ჩანს ამ ადგილას, ერთი შეხედვით მარტივი გეომეტრიის მქონეა, მაგრამ მისი შიდა გეგმარება მოტრიალებულია, დიაფრაგმები არ არიან კედლების პერპენდიკულარული, ერთი მდინარის პარალელურია მეორე კი მოსასვლელი გზის. ფასადზე და ინტერიერშიც დატოვებულია ბეტონი მოპირკეთების გარეშე, ისე რომ თბოიზოლაციას თვითონ ბეტონის მასა მოიცვას.

პროექტი ეკუთვნის ოფისს –  D’Argenio Saravi Arquitectos.

“კუბიკი” უფრო ზუსტად კვადრატის ფორმის პრიზმაა, რომელის ზომებიც 9.4 მეტრი 9.4 მეტრზეა, სიმაღლე კი 6.60 მეტრი. ნაკვეთზე ისე არის განთავსებული, რომ რაც შეიძლება კარგად შეაღწიოს მზის შუქმა. სართულები ერთმანეთისგან სტანდარტულად არ არის დილით გამიჯნული, მეორე სართული ანტრესოლის ტიპის არის ხოლო ფასადზეც ვხვდებით არასტრანდარტულ ჭრებს. ეს ჭრებიც გამოწვეულია ალბათ იმით, რომ ჩანაფიქრი იყო გარე სივრცის შეჭრა ინტერიერში. სახლს თითქმის არ აქვს სრულიად იზოლირებული სივრცე.

წყარო: Archello

 

 

 

როგორ მუშაობს ინდუქციური ქურა

“წვიმის წვეთი” – ინოვაციური სარწყავი პროდუქტი