in

10 გზა, თუ როგორ ავყვეთ ოპტიმისტურ დეკორატიულ ტენდენციებს

გსმენიათ თუ არა პოზიტიური ინტერიერის შესახებ? იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის ფერების ფსიქოლოგია ნაცნობი თემაა, ეს ნამდვილად არ იქნება თქვენთვის სიახლე. ისიც გეცოდინებათ, რომ ბედნიერი სახლი ისაა, რომელიც “გესაუბრებათ”. ამიტომაც, ამ სტატიაში გადავწყვიტეთ მოგითხროთ იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც პოზიტიურ ინტერიერს ქმნიან და მოგცეთ რჩევები, თუ როგორ შეიძლება, ამ ტრენდებს ავყვეთ.

1. განაახლეთ თქვენი საღებავი

კლეიბრუკმა საღებავის შესარჩევად ახალი, თანამედროვე ფერები გააცნო აუდიტორიას, რომლებიც დღევანდელ ტრენდებსა და განწყობას ასახავენ. ორი ყველაზე თამამი ელფერია “ზურმუხტის ხოჭო” (იგივე მწვანე ნეფრიტი) და “Carly’s lippy” – ნაჩვენებია ამ ფოტოზე კარსა და სკამზე. შეღებილი ხის ნაკეთობები და ავეჯი იდეალური საშუალებაა ინტერიერში “ფერების ამოსაფრქვევად”. ფოტოზე არსებული კედელი კი “Kate’s Blush-შია” შეღებილი. აქ მოცემული ვარდისფერისა და წითლის ერთობლიობა ნამდვილად ქმნის იმ პალიტრას, რაც დღესდღეობითაა გავრცელებული.

2. “გადაიტანეთ” იატაკზე

თუკი კედლები არც ისე მაღალია, პატერნის გადატანა იატაკზე შეგიძლიათ. იმისთვის, რომ სივრცე ძალიან არ გადატვირთოთ, ეცადეთ, პატერნის ფერები თქვენი ავეჯის ფერებს შეუსაბამოთ.

3. გამოიყენეთ “მყვირალა” შპალერები კონკრეტული გამოსახულებებით

მსგავსი შპალერები ყოველთვის განსხვავებულ განწყობას ქმნიან ინტერიერში. მოცემულ ფოტოზე გამოყენებული შპალერზე სამი თანამედროვე ისტორიული სასახლე – ჰემპტონის კორტი, ლონდონის კოშკი და კენსინგტონის სასახლეა დატანილი და ეს შპალერი ერთგვარ ილუსტრაციულ ხასიათს ატარებს. გვიჩნდება განცდა, რომ საბავშვო წიგნში მოვხვდით, რაც ინტერიერზე მუშაობისას ცუდი სულაც არაა.

4. შეარჩიეთ სწორი სიტყვები

სიტყვები ხომ უდიდეს როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. ეს ბალიშებიც ჭკვიანური გზაა იმისთვის, რომ ინტერიერში სიტყვები გამოვიყენოთ – ის გრაფიკული დიზაინერის მილოუ ნილენის ნამუშევარია.

5. შეარჩიეთ ხელით მოხატული ფილები

ხელით მოხატულ საგნებს ყოველთვის სხვანაირი სიცოცხლე შეაქვთ ინტერიერში. ეს ეხება კერამიკულ ფილებსაც, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულ ობიექტებს წარმოადგენენ ინტერიერში.

6. იყავით თამამი პატერნის მხრივ

პატერნის გარეშე ალბათ რთული იქნება იმ პოზიტიური ეფექტის მიღება, რომელიც ასე გვსურს. ამიტომაც, აუცილებელია, რომ პატერნის მხრივ თამამები იყოთ – შედეგი აუცილებლად მოგეწონებათ.

7. გამოიყენეთ კიბეებიც

თამამი დეკორატორი არ ტოვებს ზედაპირს პატერნის გარეშე, ასე რომ, რატომაც არ უნდა დავიტანოთ ისინი კიბეებზე? ეს ძალიან მოულოდნელია და გაახალისებს იმას, რასაც ხშირად არც კი აკვირდებიან.

8. იმეტყველეთ ყვავილებით

გამხმარი ყვავილები შესანიშნავი იდეაა ინტერიერის გასალამაზებლად. დაფიქრდით ვარდისფერ დეკორატიულ ბალახზე, მარჯნის თაბაშირზე, წითელ ევკალიპტსა და ყვითელ ჰორტენზიაზე – შექმენით ერთგვარი ეკლექტური კომპოზიციები, რომლებიც მინიმუმ 1 წელი თავისუფლად გაძლებს.

9. გამოიყენეთ ერთზე მეტი ფერი

რატომ უნდა დაასევდიანოთ ინტერიერი და გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ფერი, როცა ამდენი შესანიშნავი ფერი არსებობს? პოზიტიური გარემოს შექმნაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ფერების სიმრავლე, ან დომინანტი ფერების გონივრული გამოყენება.

10. შეარჩიეთ ილუსტრირებული პრინტები

პრინტების გამოყენება მშვენივრადაა შესაძლებელი, თუკი მათ მათთვის შესაფერი ჩარჩოებში მოვათავსებთ. არსებობს უამრავი ილუსტრატორი, რომელთა პრინტიც ჩვენთვის სასურველ ინტერიერს მოერგება. ასე რომ, რატომაც არ უნდა სცადოთ ილუსტრირებული პრინტები პოზიტივისთვის?

Gensler – მსოფლიო არქიტექტურის გიგანტი კომპანია

მენთოლის ფერი – როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში