in

Shutter House – თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის შერწყმა ერთ სივრცეში

Banner M2
Banner M2

კანადური ავეჯის მწარმოებელი “Mobilia” და არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინ სტუდია “State of kin” გაერთიანდნენ იმისთვის, რომ შეექმნათ თანამედროვე, შთამაგონებელი სახლი, რომელშიც თავს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდები მოიყრიდა.

სახლი დასავლეთ ავსტრალიაში, ვემბლში, კერძოდ, მონგერის ტბის მოპირდაპირედ მდებარეობს. თავისი მოძრავი ხის ფასადებით სახლი იძლევა საშუალებას, მასში მყოფი ადამიანი ან სრულად მოწყდეს რეალობას, ან დატკბეს ტბის ულამაზესი ხედით.

აღნიშნული ხის ფასადები ერთგვარად სითბოს დაგროვებას უწყობს ხელს და სახლს ბუნებრივად ათბობს.

რეზიდენცია სამ სართულზეა გადანაწილებული: ქვედა სართული შედგება ოთხი მანქანის გარაჟისგან, ღვინის მარნისგან და შესასვლელი სივრცისგან.

რაც შეეხება პირველ სართულს, აქ განთავსებულია ოთხი საძინებელი, სამი სველი წერტილი, სამრეცხაო, გალერეა, საძინებლის პირადი ეზო და აივანი.

ხოლო მეორე სართულზე განთავსებული მისაღები, სასადილო და სამზარეულო სივრცე მონგერის ტბის პანორამულ ხედს სთავაზობს ვიზიტორს და, ამავდროულად, უკავშირდება ტერასის და აუზის სივრცეს.

როგორც სახლის შემქმნელები ამბობენ, ეს სახლი მის ”ურბანულ კონტექსტში” ნამდვილად გამორჩეულია. ის წარმოადგენს თანამედროვე საცხოვრებლს, რომელიც   ”ტრადიციულ” დასავლეთის ავსტრალიის სახლის დიზაინსაც ერგება და, ამავდროულად, იაპონური გავლენაც აქვს.

“ეს სახლი არის ძლიერი ფერების, მდიდარი ტექსტურების, სინათლისა და ჩრდილის დღესასწაული. აქ გამეფებულია ძლიერი და ნაზი შეგრძნებების ბალანსი. აქ ვხვდებით კონტრასტს, რომელიც განსაცვიფრებელი, ამაღელვებელია, მაგრამ ასევე მშვიდად და გაწონასწორებულად გაგრძნობინებთ თავს.”

არქიტექტურული და ინტერიერის სტუდია: State of kin

ფოტოგრაფი: Jack Lovel

ქართული გალერეები, სადაც მხატვრების ნამუშევრებს ბიუჯეტურ ფასად შეიძენთ

ფუმფულა ავეჯი როგორც 2021 წლის ტენდენცია – რამდენიმე პოპულარული მოდელი